61 წლის სპეციალისტს გუნდის გაწვრთნა 14 ნოემბერს შესთავაზეს და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თემურ მახარაძე დიდ ფეხბურთს უბრუნდება - იგი გორის "დილას" გაწვრთნის. მახარაძეს გუნდის გაწვრთნა ორშაბათს, 14 ნოემბერს შესთავაზეს და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - სიახლე "დილაში" დაგვიდასტურეს.

ჯერ უცნობია, კონტრაქტი რა ვადით გაფორმდა, მაგრამ საკითხი შეთანხმებულია.

ორშაბათსვე გორელები მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრნენ, ამხანაგურად ეთამაშნენ და 2:1 მოიგეს.

ცხადია, მახარაძე შეხვედრას დაესწრო. 61 წლის სპეციალისტი მის მიერ შერჩეულ ასისტენტთან ერთად იმუშავებს. სავარაუდოდ, მას იური გაბისკირია დაეხმარება, მაგრამ გუნდში კვლავ იმუშავებს მწვრთნელთა ძველი შემადგენლობაც.

შეგახსენებთ, რომ მახარაძე უმუშევარი იყო გასული წლის მერე, როდესაც რუსთავის "ოლიმპიდან" გაუშვეს. მას შემდეგ გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც არაერთ გუნდში მიუღწევია წარმატებისთვის, არ დასაქმებულა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მისვლა "დილას" ნამდვილად დაეტყობა.

მახარაძის ამბავთან ერთად ისიც გვითხრეს, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, "დილას" ერთ-ერთი სამთავრობო სტრუქტურაც მიხედავს. ახალი მწვრთნელის ამბავი კი დადასტურდა, მაგრამ გუნდის დაფინანსების თაობაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, მახარაძე გუნდში რომ მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ "დილას" ფინანსური რესურსიც ექნება და ამბიციაც.

საინტერესოა სხვა სიახლეებიც: გორის ცენტრალურ სტადიონზე იგეგმება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. როგორც ცნობილია, მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტით, ამ სტადიონზე უკვე დაიგო ახალი საფარი. ეს პირველი ეტაპის სამუშაოები იყო. მალე აპირებენ ტრიბუნების, გასახდელ-საშხაპეების, მსაჯთა და დელეგატის ოთახების განახლებას, თანამედროვე ვიპლოჟების მოწყობას... შეიცვლება და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს განათების სისტემა, რადგან გუნდის მესვეურთა სურვილია, გორში საერთაშორისო მატჩებს უმასპინძლონ, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად