ქუთაისის "ტორპედოში" გია გეგუჩაძის მისვლით კლუბის ამბიცია გაიზარდა და მნიშვნელოვან გაძლიერებას გეგმავენ
ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ გია გეგუჩაძის მისვლით კლუბის ამბიცია გაიზარდა და მნიშვნელოვან გაძლიერებას გეგმავენ.

"ტორპედოში" ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ერთი ხელის მოსმით შემადგენლობის გაახალგაზრდავებას და ვეტერანების დათხოვნას არ ვაპირებთ. გუნდს გამოცდილი და მაგალითის მიმცემი ვეტერანიც სჭირდება. რაც მთავარია, ეს მწვრთნელის პრეროგატივაა. ჩვენი მოვალეობა მწვრთნელის მოთხოვნების შესრულება და სასურველი მოთამაშის მოწვევაა.

ამჟამად ორი მოთამაშე დავიმატეთ, ლატვიიდან ჩამოსული დავით ჯანელიძე და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ნიკა ფირცხალავა. ფირცხალავას მოწვევა გეგუჩაძის სურვილი იყო. ნიკა არა მხოლოდ კარგი მოთამაშე, კარგი პიროვნებაც ჩანს და მიხარია, ტორპედოელი რომ გახდა. მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი 2+2 სისტემით გავაფორმეთ, განაცხადში კი მხოლოდ ახალი წლიდან შევიყვანთ", - გვითხრა პაპიაშვილმა.

20 და 24 ნოემბერს "ტორპედოს" ორი პრინციპული შეხვედრას ელის - თბილისში განახლებულ "ბორის პაიჭაძეზე" "დინამოს" ეთამაშება, მერე კი თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ზესტაფონს" უმასპინძლებს. პაპიაშვილის ცნობით, 20 ნოემბერს "დინამოსთან" მატჩისთვის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ქომაგებს უფასო ტრანსპორტირებაში დაეხმარება. "ტორპედოს" ქომაგთა კლუბი კი საკმაოდ მოძლიერდა და 150 წევრს აერთიანებს - ცხადია, თამაშზე დასწრების მსურველი ქუთაისელების რაოდენობა ბევრად მეტიც იქნება.

პაპიაშვილის თქმით, საღორიის ბაზის განახლება სრული ტემპით მხოლოდ მომავალი წლის მარტიდან მოხერხდება, ამასთან, "ტორპედოში" ბაზის ტერიტორიის გაზრდაც სურთ.

"პროექტი სტანდარტული ზომის 6 - 4 ბუნებრივი, 2 ხელოვნური საფარით - მოედნის აშენებას ითვალისწინებს. ამჟამინდელ ტერიტორიაზე ოთხი მოედნის მოწყობა სრულიად შესაძლებელია. საამისოდ კვების ბლოკის დემონტაჟია საჭირო. კიდევ ორი მოედნისთვის კი საღორიის ბაზის საზღვრები უნდა გაფართოვდეს, რაშიც შესაბამისი ორგანოების თანადგომის იმედი გვაქვს. პროექტის განხორციელებას, ცხადია, დრო სჭირდება, ეს საქმე უცებ ვერ გაკეთდება".

გუნდის თავკაცების სურვილია, ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა უეფას სტანდარტები დააკმაყოფილოს და ეროვნული ნაკრების მატჩებს უმასპინძლოს.

"ქუთაისში ეროვნული ნაკრების თამაშების მასპინძლობა გვსურს და, რომ იცოდეთ, საკლუბო მოთხოვნები უფრო მკაცრია, ვიდრე სანაკრებო. ჩვენს სტადიონს უკვე მინიჭებული აქვს მესამე კატეგორია, რომელიც უეფას ტურნირების ყველა შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლებას გვანიჭებს, მაგრამ არა ჯგუფური ეტაპებისა. საამისოდ მე-4 კატეგორიის მოპოვებაა საჭირო, რასაც ზაფხულამდე შევეცდებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გავგზავნეთ მოთხოვნა და შესაბამისი რჩევებიც მივიღეთ. მალე ქუთაისს ესტუმრება არქიტექტორი, რომელიც პროექტს შეადგენს, სარემონტო სამუშაოებიც დაიწყება და ვფიქრობ, უეფას პირობების შესრულება და მეოთხე კატეგორიის მიღება არ გაგვიჭირდება" - ამბობს პაპიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა