რუსეთის ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა, ყაზანის "რუბინის" 18 წლის ნახევარმცველმა, მიხეილ გორელიშვილმა ითამაშა
რუსეთის ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა, მიხეილ გორელიშვილმა ითამაშა. ეს 18 წლის ბიჭი ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველია და რადგან საქართველოში არ ვიცნობთ, მასზე ინფორმაციის მოპოვებას შევეცადეთ.

ცხადია, საინტერესოა, ვინ არის უცხო ქვეყნის ნაკრებში მოთამაშე ქართველი.

მიხეილ მერაბის ძე გორელიშვილი

დაიბადა 1993 წლის 29 მაისს.

მოქალაქეობა: რუსეთის

სიმაღლე 174 სმ, წონა 69 კგ.

პოზიცია: ნახევარმცველი

კლუბი - ყაზანის "რუბინი2" 25 მატჩი (2 გოლი)

ნაკრებში ითამაშა 3 ოფიციალური მატჩი

მიხეილ გორელიშვილი რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დმიტრი ალენიჩევმა 2011 წლის დასაწყისში შენიშნა და აპრილში საფრანგეთის საერთაშორისო ოთხივე შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება მისცა, 25 აგვისტოს კი იტალიის 19-წლამდელებთან ამხანაგური შეხვედრაშიც მიიწვია და მის შესაძლებლობებში რომ დარწმუნდა, შესარჩევი ციკლის შეხვედრებშიც გამოიძახა.

"რუბინის" ქართველ ნახევარმცველს რუსეთის ნაკრების ფორმით ოფიციალური დებიუტი წლეულს ოქტომბერში ჰქონდა - ბულგარეთში 6-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები გაიმართა - იგივე ტურნირის სხვა ჯგუფში, რომელშიც ამჟამად ქართველი ახალგაზრდები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თურქეთში ასპარეზობენ.

ბულგარეთში ალენიჩევმა გორელიშვილი სამი შეხვედრიდან ორში ძირითადში დააყენა, ირლანდიასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და ბულგარეთთან კი შეცვლაზე შეიყვანა.

მოულოდნელად, რუსებმა სამივე შეხვედრა წააგეს ირლანდიასთან (1:3) ბულგარეთთან (0:1) და ბოსნიასთან (0:2) და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

წლეულს "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში გორელიშვილმა 25 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 20 თამაში ძირითადში დაიწყო, 5-ჯერ მოედანზე შეცვლაზე შეიყვანეს, ანგარიშზე კი ორი გოლი ჩაიწერა.

რუსულმა ინტერნეტ-გაზეთმა "ოკოლოსპორტმა" ზაფხულში პატარა წერილიც კი გამოაქვეყნა, სადაც რუს გულშემატკივარს რუსეთის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ფორვარდ ანდრეი არშავინის ორეული გააცნო, ასეთად კი სწორედ გორელიშვილი წარადგინა.

"18 წლის ჰავბეკი მიხეილ გორელიშვილი გასაოცრად ჰგავს ლონდონის "არსენალის" სახელოვან ფეხბურთელ ანდრეი არშავინს. ვერ დაიჯერებთ და ორივე ფეხბურთელი ერთ დღეს არის დაბადებული - 29 მაისს! არშავინი ორეულზე 12 წლით უფროსია.

სცადეთ და გაარჩიეთ ერთმანეთისგან", - წერდა ინტერნრნეტ-გაზეთი.

ვერ გეტყვით, ამ მოთამაშეებს შორის რამდენად დიდი მსგავსებაა, შესაძლოა, შედარება გადაჭარბებულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ 18 წლის ქართველი რუსების ყურადღებას იმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა