მირზა ბჟალავა საქართველოს ნაკრების კანდიდატი იყო და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა
მირზა ბჟალავა არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ნაკრების კანდიდატი იყო და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.

საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოელის" გაზრდილი გაიოზ დარსაძემ ჯერ თბილისის "ამერში" აიყვანა ნიჭიერ თანატოლებთან ერთად, შემდეგ კი "ზესტაფონში". მუდმივად იწვევდნენ და თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ერთხელ ეროვნული გუნდის ფორმაც მოირგო, შემდეგ ავსტრიაში ლუშტენაუს "აუსტრიაში" ჩაირიცხა, საიდანაც ამავე ქვეყნის სხვა კლუბში, "ბრეგენცში" გადავიდა.

მაგრამ კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც წარმოედგინა და ამჟამად 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი შვეიცარიის რეგიონული ლიგის "გიპოსაუში" თამაშობს.

"კარიერა ფეხის ტრავმის გამო ამერია. მთელი ორი წელი დავკარგე და სასურველი დონის გუნდი დროულად რომ ვერ ვიპოვე, რაც უცებ გამოჩნდა, იმ წინადადებას დავთანხმდი. "გიპოსაუში" "აუსტრიაში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელი დანიშნეს, ურიგო პირობებიც არ შემოუთავაზებიათ და სხვა რა გზა მქონდა, ფორმა მაინც რომ შემენარჩუნებინა, შვეიცარიაში წავედი.

არადა, ზაფხულში დიდ ფეხბურთში დაბრუნების იმედი მქონდა, თურქეთში "გენჩერბირლიგში" გასინჯვაზე ვიყავი, შემომთავაზეს იტალიის სერია C-ს გუნდში თამაშიც, მაგრამ აქეთ-იქით გაურკვევლად სიარულს ისევ ყოფილ თანაგუნდელთან წასვლა ვამჯობინე.

ცხადია, ასეთი მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს. ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და ეროვნულ გუნდშიც მითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ კარიერა ჯერ ვერ ამეწყო, ამბიცია მაინც არ დამიკარგავს და მინდა დიდ ფეხბურთს დავუბრუნდე. რა გამოვა, ვნახოთ, მაგრამ მე ხელი ნაღდად არ ჩამიქნევია", - გვითხრა ბჟალავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა