"არსენალის" 19 წლის მცველ კარლ ჯენკინსონს მიაჩნია, რომ საკმაოდ კარგად თამაშობს იმისათვის, რომ ძირითადის მუდმივი წევრი გახდეს
"არსენალი" ფრანგული „ტულუზიდან“ 23 წლის ნახევარმცველის, ეტიენ კაპოს გადაბირებას ცდილობს. კაპოს ფასი 10 მილიონი ფუნტი ანუ 11,7 მილიონი ევროა.

„მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა ამ ფეხბურთელს ყურადღება მას მერე მიაქცია, რაც მისი მთავარი მიზანი, „რენის“ ნახევარმცველი, იან მვილა მეტისმეტად ძვირი დაუფასეს - 25 მილიონი ფუნტი ანუ 29,2 მილიონი ევრო.

კაპო 189 სანტიმეტრია და შეუძლია, როგორც ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქციის შესრულება, ასევე დაცვის ცენტრში თამაში. მიმდინარე ჩემპიონატში მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა. სადღეისოდ, ეტიენ კაპო ლაზარეთშია, რადგან ერთ-ერთ ვარჯიშზე თავის ტრავმა მიიღო და ექიმებმა ერთი თვით დასვენება ურჩიეს.

„მეთოფეთა“ 19 წლის მცველ კარლ ჯენკინსონს კი მიაჩნია, რომ საკმაოდ კარგად თამაშობს იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის

მუდმივი წევრი გახდეს. ასეთი განცხადება ყმაწვილის ამბიციურობაზე მეტყველებს: შარშან ამ დროს ის ნონ-ლიგაში, კერძოდ „უელინგ იუნაიტედში“ გამოდიოდა, დღეს კი „ემირეიტ სთედიუმზე“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობს. „უელინგში“ ჯენკინსონი იჯარის წესით გახლდათ გაშვებული, თორემ პირველი ლიგის „ჩარლტონ ატლეტიკს“ ეკუთვნოდა, რომლისგანაც შეიძინა კიდეც „არსენალმა“.

ჯენკინსონი ამბობს: „კარგად მესმის, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ დონეზე კარგად თამაში შემიძლია. უკან არ ვიხევ, არ მეშინია, ბუნებით მებრძოლი ვარ. ვგრძნობ, რომ ცხოვრება შანსს მაძლევს და მინდა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვა. რა საკვირველია, დიდი მადლობა არსენ ვენგერს, რომელიც მენდობა, პერსპექტიულ ფეხბურთელად მივაჩნივარ და მათამაშებს ხოლმე, თუმცა ამბიციური ვარ და მეტი მინდა. ვგრძნობ, რომ გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში, რასაც ბევრი შრომა და შეხვედრებში სტაბილური მონაწილეობა უნდა“.

ჯენკინსონის პროგრესი მართლაც თვალსაჩინოა. თებერვალში „ჩარლტონმა“ ის „უელინგიდან“ დაიბრუნა და სწორედ მაშინ შედგა მისი დებიუტი პირველ ლიგაში. თუმცა ვენგერმა ინგლისელი მამისა და ფინელი დედის შვილი, რომელიც ფინეთის 21 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნია, იყიდა და ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 11 შეხვედრაში ათამაშა.

ჯენკინსონი განაგრძობს: „ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი ჩემმა „ჩარლტონში“ გამოსვლამ ითამაშა. ვენგერმა იქ მნახა და მოვეწონე. 18 წლისა საკმაოდ კარგად ვთამაშობდი პირველი ლიგის ფეხბურთს. როგორც მეუბნებიან, „არსენალი“ ყველაზე მეტად ათლეტიზმით მოვხიბლე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა