კაპელომ და მისმა შეგირდებმა გაიმეორეს ის, რაც ინგლისის ნაკრებმა ბოლოს 1994 წელს შეძლო - მთელი წელი ერთხელაც არ წაუგიათ
ფაბიო კაპელომ და მისმა შეგირდებმა გაიმეორეს ის, რაც ინგლისის ნაკრებმა ბოლოს 1994 წელს შეძლო - მთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ წაუგიათ.

დიახ, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა 2011 წელს 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და არ დამარცხებულა. ბოლო შეხვედრაში, შვედეთის დამარცხების შემდეგ კაპელომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა:

"კარგი შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე განსაკუთრებით ბოლო ორი შეხვედრა მაინტერესებდა, ესპანეთთან და შვედეთთან. ორივე ძალიან რთული თამაში იყო. დიახ, 2011 წელს ჩვენ არ დავმარცხებულვართ, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა ვქენით წლეულს, არამედ ის, რას რას ვიზამთ გაისად, ევროპის ჩემპიონატზე.

შვედეთთან გამარჯვებას თავისი დატვირთვა ჰქონდა. ამ გუნდისთვის ინგლისის ნაკრებს 43 წელიწადი არ მოეგო, თუმცა ძალიან ორგანიზებულ მეტოქესთან შეხვედრაში შედეგზე მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელების ფილ ჯონსის, კაილი უოქერის და ჯეკ როდუელის კარგმა თამაშმა გამახარა.

სამეულმა მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შვედებთან შეხვედრაში ჩემს ტრადიციულ სისტემას გადავუხვიე და სამი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით ვითამაშე. მინდოდა ჯონსი იმ პოზიციაზე მენახა, რომელზეც ჩვეულებრივ სკოტ პარკერს ვათამაშებ ხოლმე.

ვატყობ, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფეხბურთელებს დიდი კონკურენციის გავლა მოუწევთ. სამი ფეხბურთელი, რომელიც ზემოთ დავასახელე, ტექნიკურია, სწრაფი და ათლეტური. თანამედროვე ფეხბურთში სწორედ ეს თვისებებია განსაკუთრებით ფასეული“.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ასე გავიდა: 22-ე წუთზე, „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ მარცხენა ფრთიდან ჩაკიდებულ ბურთს თავი დაჰკრა. ბურთი მასთან ერთად ამხტარ შვედ მცველს, გლაზგოს „სელტიკის“ 34 წლის მოთამაშე დანიელ მაისტოროვიჩს შეეხო და კარში შევარდა. ამ გოლის წყალობით მოუგო ინგლისმა გუნდს, რომლისთვისაც 1968 წლის შემდეგ, 13 ცდის მიუხედავად, ვერ მოეგო.

რაც ძალიან საინტერესოა, ამ გოლმა წარმოშვა კამათი: ვინ გაიტანა „უემბლიზე“ 2000-ე გოლი, ინგლისელმა ბერიმ თავურით თუ მავანმა სერბული წარმოშობის შვედმა რიკოშეტით? კაპელომ დასძინა:

„ერთადერთი, რაც ბოლო შეხვედრაში არ მომეწონა, ის გახლდათ, რომ ჩემი ფეხბურთელები ძალიან ხშირად უგორებდნენ ბურთს მეკარეს, რის შემდეგაც გოლკიპერი იძულებული იყო, ის ძლიერი დარტყმით სადღაც მოედნის ცენტრში ჩაეგდო. შემდეგ შეხვედრებში მინდა უბურთოდ გადაადგილებებიც უფრო დახვეწილი გვქონდეს“.

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე სამი დღით ადრე ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს