19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვეს
თურქეთი. ესქიშეჰირი. "ანადოლუ უნივერსიტეტი"

საქართველო-ლუქსემბურგი 2:0

გოლები: 1:0 ფრიზინგი (საკუთარ კარში, 71), 2:0 ყაზაიშვილი (74)

გაფრთხილება: მოოსი (20), ხოჭოლავა (25), ბასტოსი (39), ტვილდიანი (56), სანდოხაძე (68), ლუიზი (86)

საქართველო: ლეგაშვილი, გრიგალაშვილი, ხოჭოლავა, ტვილდიანი, გიგაური, ყაზაიშვილი, სხირტლაძე (კალანდია, 77), პარუნაშვილი, პაპავა (რეხვიაშვილი, 58), სანდოხაძე, რუხაძე (გელაშვილი, 37).

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

ლუქსემბურგი: ფრიზინგი, მოოსი, სპელერი, სიბენალერი, ფილიპსი, მასტრანჯელო (ლუიზი, 60), ბასტოსი, დრაგოვიჩი, დიიდა, რაფაელ დე სოუზა (კ), ჯეკსონი.

მთავარი მწვრთნელი: რეინჰოლდ ბრეუ.

არბიტრი: ოლივერ დრახტა (ავსტრია)

თურქეთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-9 ჯგუფის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი ახალგაზრდები ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპიდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული იყო. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

გამოსარჩევია ჰოლანდიური "ვიტესის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელის ვაკო ყაზაიშვილის თამაში, რომლის აქტიურობას ჯერ 71-ე წუთზე ლუქსემბურგელთა მეკარის ავტოგოლი მოჰყვა, სამიოდე წუთში კი მან თავადაც გაიტანა.

ამ გამარჯვებით დევდარიანის შეგირდებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რადგან პარალელურად მიმდინარე მასპინძლებისა და პოლონელების შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გააგრძელებს, რომელიც გაისად გაზაფხულზე გაიმართება.

2012 წლის ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი. მეცხრე შესარჩევი ჯგუფი.

საბოლოო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

საქართველო 3 2 1 0 6-2 7

თურქეთი 3 1 2 0 6-3 5

პოლონეთი 3 1 1 1 5-6 4

ლუქსემბურგი 3 0 0 3 1-7 0

Tornike
ყოჩაღ ბიჭებო, ვამაყობ თქვენით!
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე