ვებგვერდ tennistalk.com-ის მიმომხილველმა რიკი დაიმონმა შემაჯამებელი ტურნირის მონაწილე რვა ჩოგბურთელის შანსები განიხილა
ვებგვერდ tennistalk.com-ის მიმომხილველმა რიკი დაიმონმა გააანალიზა წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრის შედეგები და განიხილა ჩემპიონატში მონაწილე რვა ჩოგბურთელის შანსები.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ წლის შედეგების მიხედვით რვა საუკეთესო მოთამაშე წლის შემაჯამებელ ტურნირს იდეალურ ფორმაში ხვდება. მაგრამ ისიც კარგია, რომ ისინი მზად არიან კორტზე გასასვლელად და გამარჯვებისთვის საბრძოლველად. გასულ წლებში ხშირად საჭირო ხდებოდა რომელმე მონაწილის შეცვლა, თუმცა შარშან ყველა ლიდერმა ჩაატარა დაგეგმილი შეხვედრები.

სამშაბათს გამართული წილისყრის შემდეგ ყველა მოუთმენლად ელოდება როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რიგით 26-ე დუელს. ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი დაპირისპირება ერთგვარად გააფერმკრთალა საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩის ჩარევამ. მიუხედავად ამისა, შემდეგ კვირას ფედერერისა და ნადალის მატჩი (ამ სეზონში მესამე) უდიდეს ინტერესს გამოიწვევს. ამავდროულად, ჯოკოვიჩს თავის ჯგუფში მოუწევს ენდი მიურეის კონკურენციისთვის გამკლავება, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

წილისყრის ანალიზი

A ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მიურეი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი

B ჯგუფი: რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, მერდი ფიში

იმ დროს, როცა რეიტინგის საუკეთესო ოთხეულის წევრები პრესის მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ და ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მიიჩნევიან, პრეტენდენტთა მეორე ოთხეულს ორივე ჯგუფში გარკვეული სირთულეები ელის.

თუ ფავორიტთა ბრძოლაში ძალთა თანაფარდობაზე ვილაპარაკებთ, ასეთი სურათის მოწმენი ვხდებით: ჯოკოვიჩი და ნადალი დაახლოებით ერთი დონისანი არიან (ჯოკოვიჩის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით); კარგი ფორმის შემთხვევაში ფედერერსა და მიურეისაც შეუძლიათ უმაღლესი დონის ჩოგბურთის ჩვენება; ჰარდზე ცონგა უფრო სახიფათოა, ვიდრე ფერერი; ბერდიხი დღეს უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ფიში; ხოლო იმის გამო, რომ ცონგა და ბერდიხი სხვადასხვა ჯგუფში არიან, წილისყრის შედეგი დაბალანსებული გამოდის.

A ჯგუფში მთავარი საკითხია ჯოკოვიჩის ჯანმრთელობა. თუ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ახლოს იქნება 100-პროცენტიან მზადყოფნასთან, მაშინ ნოვაკი და მიურეი უნდა გავიდნენ ნახევარფინალში. თუ სერბის დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ენდი ჯგუფის მოგების მთავარი პრეტენდენტია. გარდა ამისა, ბრიტანელს აქვს შანსი რევანში აუღოს ტომაშ ბერდიხს პარიზის მასტერსზე განცდილი

მარცხისთვის.

ნადალი კმაყოფილი უნდა იყოს თავისი ჯგუფის შემადგენლობით. ფედერერი უფრო მოხერხებული მეტოქეა რაფასთვის, ვიდრე მიურეი. ესპანელს მოუწევს შეხვედრა მერდი ფიშთან და არა ბერდიხთან, რაც ასევე გარკვეულია პლუსია. მსოფლიოს მეორე ჩოგანს ერჩივნა დავიდ ფერერს შეხვედროდა და არა ჟო-ვილფრიდ ცონგას, მაგრამ, საერთო ჯამში, ნადალს ეყოფა ძალები ფედერერთან ერთად გავიდეს ნახევარფინალში.

მოსალოდნელი სიუპრიზები

ტომაშ ბერდიხისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მატჩი. სერბი ურთიერთშეხვედრებში წინ არის - 7:1, მაგრამ 2011 წლის სეზონში სამიდან ორი მატჩი ამ მეტოქეებს შორის ძალიან დაძაბული გამოდგა. ტომაშმა იმედი უნდა იქონიოს, რომ ჯოკოვიჩი ვერ მოასწრებს საჭირო კონდიციების აღდგენას.

ტომაშ ბერდიხი ენდი მიურეის წინააღმდეგ. გასულ კვირას, პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში ბერდიხმა ურთულესი მატჩი მოუგო ენდის - 4:6, 7:6(5), 6:4. ასე რომ, ჩეხს ბოლო სამ მატჩში დამარცხებული ჰყავს ბრიტანელი და უგებს ურთიერთშეხვედრებში - 3:1. ცხადია, რომ მიურეი ლონდონში უკეთ იგრძნობს თავს, ვიდრე პარიზში, ამიტომაც მორიგი სიუპრიზი ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ მაინც საინტერესო მატჩი გველის.

დავიდ ფერერი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. დავიდის შანსი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ის პირად შეხვედრებში მცირედით აგებს ნოვაკთან - 4:6 (ჰარდზე სერბი დამაჯერებლად ლიდერობს - 5:1). ესპანელს შეიძლება იმის იმედი ჰქონდეს, რომ ჯოკოვიჩს გაუჭირდება ბერდიხთან გადატანილი ბრძოლის შემდეგ ფერერთან გამკლავება.

ჟო-ვილფრიდ ცონგა რაფაელ ნადალის წინააღმდეგ. ფერერის თამაშის სტილი ძალიან მოსახერხებელია რაფასთვის, იმ დროს, როცა ცონგს თამაშმა, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეუქმნას: ფრანგი აქცენტს ძლიერ მოწოდებასა და უკანა ხაზიდან უძლიერეს დარტყმებზე აკეთებს. 2008 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ფრანგმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა ესპანელი, ასევე ძლიერი იყო Queen's Club-ის კორტებზე. ლონდონის დახურული კორტიც ცონგას ერთ-ერთი პლუსი უნდა გახდეს.

პროგნოზი

A ჯგუფი

ბერდიხი-ჯოკოვიჩი 2:1

მიურეი-ფერერი 2:0

მიურეი-ბერდიხი 2:0

ჯოკოვიჩი-ფერერი 2:0

მიურეი-ჯოკოვიჩი 2:1

ფერერი-ბერდიხი 2:1

B ჯგუფი

ნადალი-ფიში 2:0

ფედერერი-ცონგა 2:0

ნადალი-ფედერერი 2:1

ცონგა-ფიში 2:0

ცონგა-ნადალი 2:1

ფედერერი-ფიში 2:0

1/2 ფინალი

მიურეი-ნადალი 2:1

ფედერერი-ჯოკოვიჩი 2:0

ფინალი

ფედერერი-მიურეი 2:1

tennistalk.com-ის მიმომხილველის აზრი ემთხვევა ბრიტანული ტოტალიზატორის "უილიამ ჰილის" პროგნოზებს. ბუკმეიკერებსაც წლის შემაჯამებელი ტურნირის მთავარ ფავორიტად შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მიაჩნიათ.

აი, როგორია ამ ტოტალიზატორის ფსონები ჯგუფის მოგებაზე:

A ჯგუფი

1. ენდი მიურეი 1,73

2. ნოვაკ ჯოკივიჩი 2,75

3. ტომაშ ბერდიხი 7,00

4. დავიდ ფერერი 19,00

B ჯგუფი

1. როჯერ ფედერერი 1,53

2. რაფაელ ნადალი 3,50

3. ჟო-ვილფრიდ ცონგა 6,50

4. მერდი ფიში 21,00

ფსონები ტურნირის მოგებაზე:

1. როჯერ ფედერერი 2,87

2. ენდი მიურეი 3,75

3. ნოვაკ ჯოკივიჩი 5,00

4. რაფაელ ნადალი 6,00

5. ჟო-ვილფრიდ ცონგა 13,00

6. ტომაშ ბერდიხი 21,00

7. დავიდ ფერერი 34,00

8. მერდი ფიში 51,00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს