ანტიქართული აზერისპორტი და ადამიას პირველი

ბაქოს "ინტერის" ქართველი თავკაცი კახა ცხადაძე კვლავ სკანდალში გაეხვა - აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში მან ინგლისურად უდიერად მოიხსენია "ხაზარის" რუმინელი მწვრთნელი მირჩე რედნიკი. მაგრამ თუ გსურთ გაიგოთ სიმართლე, მხოლოდ "აზერისპორტს" ნუ წაიკითხავთ, რადგან ამ საიტის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად გადაეკიდა კლუბსა და მის ქართველ მწვრთენლს. საიტზე უკვე რამდენიმე აშკარად ანტიქართული სტატიაც დაიდო, ცხადაძის "გაშავების" ცდებს არ აქვს ბოლო. ერთია, რომ სამწუხაროდ, ჩვენებურიც მათ ხშირად აძლევს ამის საბაბს. მაგრამ, მოდით, სხვა წყაროს მოვუსმინოთ. აი, რას წერს "აზერიფუტბოლი", არანაკლებ პოპულარული საიტი ჩვენს სამეზობლოში: "ხაზარისა" და "ინტერის" მატჩების ბოლო წუთებზე კახაბერ ცხადაძე გააძევეს და მან მატჩს ტრიბუნებიდან უყურა. ამის მიზეზი გინება იყო, რომლითაც ცხადაძემ რუმინელი მწვრთნელი რედნიკი შეამკო. ჩვენ შეგვიძლია ეს ცხადაძის ემოციურობას მივაწეროთ და ყველაფერი მას დავაბრალოთ, მეორე მხარე კი ანგელოზად გამოვიყვანოთ, მაგრამ არ ვიქნებით მართალი. საფუძველი ყველაფერს 23-ე წუთზე ჩაეყარა, როცა ბაქოელმა ამირასლანოვმა მძიმე ტრავმა მიიღო, რედნიკი კი თავის ფეხბურთელებს უყვიროდა, რომ არ გაეჩერებინათ თამაში სიმულიანტის გამო. შემდეგ კი რედნიკი ჩუმად უყურებდა, როგორ ცვლიდნენ ტრავმირებულს და სინდისი არ ქენჯნიდა. თამაშის ბოლოს ხელის ტრავმა მიიღო ილია კანდელაკმა. რედნიკის ქმედებით აღტყინებული მასა გაჰკიოდა "მსახიობი, მსახიობი"... რუმინელი კი თანაშემწეებთან ერთად ყვიროდა, რომ კანდელაკს დრო გაჰყავდა". მოკლედ, თავად განსაჯეთ".

"ხაზარი"-"ინტერი" კი უგოლო ფრით დასრულდა - 0:0. გიორგი ლომაიამ და ვალერი აბრამიძემ შეუცვლელად ითამაშეს ჩემპიონთა რიგებში ხოლო დავით ოდიკაძე 75-ე წუთზე ილია კანდელაკმა შეცვალა. მატჩს 13 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მასპინძელთა შორის დავით იმედაშვილს არ უთამაშია. 3 ტურის შემდეგ 7-7 ქულით ეს გუნდები, "ნეფთჩი" და აზალ-ი ლიდერობენ.

"ყარაბახმა" სტუმრად 1:0 მოუგო აზერბაიჯანული არმიის კლუბ მოიკ-ს. გამარჯვების გოლის ავტორი გიორგი ადამიაა, რომელმაც თავი 78-ე წუთზე გამოიჩინა. ადამიამ მხოლოდ მე-2 ტაიმი ითამაშა. სხვათა შორის, გოლი მან თანამემამულეს, მოიკ-ის გოლკიპერ ამირან გვენცაძეს გაუტანა.

"ნეფთჩიმ" 4:0 გაანადგურა "სიმურგი", რომლის რიგებშიც 79-ე წუთამდე ითამაშა ბაჩანა ცხადაძემ. "თურანი" "მუღანს" 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა შორის შალვა ფირცხალავამ ითამაშა, ხოლო სტუმრებში - დავით სვანაძემ. ასეთივე ანგარიშით დასრულდა "განჯა"-აზალ-ის შეხვედრა. "განჯაში" 90-90 წუთი ითამაშეს ზურაბ ძამსაშვილმა და გიორგი სეთურიძემ, ხოლო ლევან მდევნიშვილი 67-ე წუთზე გამოჩნდა. აზალ-ის რიგებში ნუგზარ კვირტია მე-60 წუთზე შეცვალეს. "ყარაბახს" და "მუღანს" 4-4 ქულა აქვთ, მოიკ-ს - 3, "განჯას" - 2, "თურანსა" და "სიმურგს" - თითო.

ლელო

irakli
აზერბაიჯანზე უკეტესი სატამასჰო ადგილი ტუ ვერ ვნმახეტ კარტველებმა კარგადაა უკვე ცჰვენი საკმე,ვაი ბედკრულო კარტულო პეხბურტო საიტ მიეკანები
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა