"პარი სენ-ჟერმენის" სპორტულ დირექტორ ლეონარდოს აქცენტი იტალიის ჩემპიონატში მოთამაშეებზე აქვს გაკეთებული
"პარი სენ-ჟერმენის" სპორტულ დირექტორ ლეონარდოს აქცენტი იტალიის ჩემპიონატში მოთამაშეებზე აქვს გაკეთებული, მაგრამ ახლა მან სხვა მხრივაც გადაწყვიტა იტალიურ კლუბებს "ნერვები მოუშალოს".

ბრაზილიელი იმ ფეხბურთელებს გადაწვდა, რომელთა შეძენა სწორედ აპენინელებს სურთ. იტალიური პრესა რა ხანია წერდა, "რომასა" და "მილანს" "სან პაულუდან" ახალგაზრდა მცველის ბრუნო უვინის შეძენა სურთო. ახლა მისი გადაბირება "ლურჯ-წითლებმაც" მოინდომეს. 20 წლის ცენტრალურ მცველს სამხრეთამერიკული კლუბი იმას მიყიდის, ვინც უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებს. "ჯალოროსის" კი ამ მხრივ, რაკი "როსონერი" მეტისმეტად პასიურობს, "პარი სენ-ჟერმენთან" ჭიდაობა გაუჭირდება.

ლეონარდოს არაფრით არ სურს იმასთან შეგუება, რომ "ქუინზ პარკის" ლიდერის, მაროკოელი ადელ ტაარაბტის შეძენა ვერ შეძლო. აღნიშნულ თემაზე ფრანგული და ინგლისური პრესა ზაფხულზე ძალიან ბევრს წერდა. "პარიზიენის" ცნობით, "ქუინზ პარკის" პრეზიდენტი ტონი ფერნანდესი 22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველში 20 მილიონს ითხოვს. პარიზელები კი 15 მილიონს ახლავე და სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონს სთავაზობენ. ვნახოთ, დათანხმდება თუ არა ალბიონელი ფუნქციონერი ამ წინადადებას.

თავად ფეხბურთელი მზადაა, თუნდაც ხვალ დაიწყოს მოლაპარაკებები "პარი სენ-ჟერმენთან", ოღონდ საამისოდ მას ამჟამინდელი დამქირავებლების ნებართვა სჭირდება. ადელი მაროკოელი კი გახლავთ, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა ფეხი სწორედ საფრანგეთში აიდგა და მშობლიურ გარემოში დაბრუნება რომ სურს, რა გასაკვირია? მით უფრო, რომ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ზაფხულზე პარიზული ტრანსფერი ჩაეშალა, ისეთი მონდომება აღარ ეტყობა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის ნილ უორნოკის უკმაყოფილების საფუძველი გახდა.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ "პარი სენ-ჟერმენს" თავისი სატრანსფერო მადაც ჰყოფნის, პრესამ კიდევ სხვა ფეხბურთელებით დაინტერესება რომ არ მიაწეროს. მაგალითად ამ დღეებში ინგლისურ ვებგვერდებზე დაიწერა, პარიზელებს "ევერტონიდან" 32 წლის ლუის საას შეძენა სურთო. ამ ინფორმაციამ ფეხბურთელამდეც მიაღწია. ვეტერანს მსგავს ჭორებზე მხოლოდ ეღიმება. "პსჟ-ში ჩემი შესაძლო გადასვლის ამბავი ნამდვილი ჭორია. ზოგიერთი ჟურნალისტი ალბათ მხოლოდ იმითია დაკავებული, რომ ზის და ტყუილებს იგონებს," - დაწერა ლუისმა თავის ტვიტერზე.

პარიზელებს ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა კი სურთ, მაგრამ ისინი მხოლოდ დიეგო მილიტოსადმი ინტერესს ადასტურებენ და არა ლუის საას ან სამუელ ეტოოს მიმართ. ხმები კამერუნელის შესახებ ძირითადად რუსულ პრესაში ვრცელდება. "სამუელ ეტოოს თუნდაც იჯარით გადმოყვანაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არ მოხდება. მან ახალი კლუბი სულ რაღაც ორიოდე თვის წინ მონახა და "ანჟი" ჩვენთან მას თუნდაც იმის შიშით არ გამოუშვებს, რომ მან შეიძლება ჩვენთან ტრავმა მიიღოს. Kლუბი კი მასში წარმოუდგენლად დიდ თანხებს აბანდებს," - განაცხადა ლეონარდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა