ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ევრო-2012-ზე ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ ტურნირის უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ გერმანიას ისურვებდა
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ივიცმა ოლიჩმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ გერმანიას ისურვებდა.

"ლოგიკურად, გერმანიასთან შეხვედრა არ უნდა მინდოდეს, რადგან ბუნდესგუნდი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ზაფხულშიც იდეალურ ფორმაში იქნება, მაგრამ მე სწორედ ასეთ გუნდებთან მინდა თამაში და დიდ ტურნირებსაც ხიბლი სწორედ მაშინ აქვს, როცა საუკეთესოებს ეთამაშები," - განაცახადა 32 წლის ოლიჩმა თურქეთთან მატჩის (0:0) შემდეგ, რომლის შედეგად ხორვატიის ნაკრებმა ევრო 2012-ის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიჩს მიუნხენის "ბაიერნში" იშვიათად ათამაშებენ, რის გამოც ის რეკორდმაისტერიდან აბარგებაზეც ფიქრობს, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი ივიცას მაინც ენდობა, რაც გამოცდილ თავდამსხმელს ძალიან ახარებს.

"ბილიჩს დიდ მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა, მაინც მენდობა. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და მან ჩემი შესაძლებლობები იცის. ალბათ ამიტომაც მენდობა, მე კი მიხარია, რომ იმედებს არ ვუცრუებ," - ახადებს ოლიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!