ევროლიგის მორიგ ტურში, დღეს, თორნიკე შენგელიას "შარლერუას" ისრაელში, "მაქაბისთან" ურთულესი ბრძოლა ელის
ევროლიგის მორიგ ტურში, დღეს, თორნიკე შენგელიას "შარლერუას" ისრაელში, "მაქაბისთან" ურთულესი ბრძოლა ელის.

ებრაელთა ჩემპიონს შემადგენლობაც ძლიერი ჰყავს და მთავარი მწვრთნელიც - დევიდ ბლატი, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრებს მესამე ადგილი მოაპოვებინა.

"შარლერუას" ჯგუფში ერთი მოგება აქვს, ცხრილში ბოლო ადგილზეა და "მაქაბისთან" გამარჯვება ძალიან სჭირდება, თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება. როგორც წესი, ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე წინასამატჩო კომენტარები ქვეყნდება. "მაქაბი"-"შარლერუას" მატჩის წინათქმას მთავარი მწვრთნელისა და 20 წლის ქართველი ფორვარდის შენგელიას კომენტარი ერთვის. ჯერ ბელგიელთა დამრიგებელ ჯოვანი ბოძის მოვუსმინოთ:

- "მაქაბი" ფინალურ ოთხეულში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ეს გუნდი შინ უძლეველია, მაგრამ "შარლერუასაც" აქვს თავისი პლიუსები. მაგალითად: არანაკლებ ძლიერი "მილანის" წინააღმდეგ დაცვაში დამაჯერებლად ვითამაშეთ. ჩვენი დადებითი მხარე გუნდურობაა. თუ მაქაბელთა ლიდერების (მაგალითად სოფოკლის შორციანიტისის) შეკავება მოვახერხეთ, შეიძლება სენსაცია მოვახდინოთ.

ვნახოთ, რას ფიქრობს თორნიკე შენგელია:

- მწვრთნელს დავეთანხმები, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ვეცდებით მაყურებელს სიურპრიზი შევთავაზოთ. ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, იტალიურ "მილანთან" მართლაც კარგად ვითამაშეთ, შეტევაშიც და დაცვაშიც დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. წინა მატჩებში დაშვებულ შეცდომებს თუ გამოვასწორებთ, ჯგუფში კიდევ არაერთი თამაშის მოგება შეგვიძლია.

შეგახსენებთ ევროლიგაზე შენგელიას მონაპოვარს: 4 მატჩი, საშუალოდ 20:39 წუთი, 10.5 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.5 პასი, 0.3 დაფარება.

"მაქაბი"-"შარლერუას" დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის