"დაჩიას" ყოფილ ლიდერს დინამოელთა თავკაცი ალექს გარსია დააკვირდება და გუნდში მისი დატოვების საკითხს შემდეგ გადაწყვეტს
კიშინიოვის "დაჩიას" ყოფილი ლიდერი ლევან კორღალიძე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კორღალიძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა "ზესტაფონის" წინააღმდეგ, შემდეგ თანაგუნდელი ქართველი მცველის, დავით გამეზარდაშვილის გუნდიდან გაშვების გამო კლუბი პროტესტის ნიშნად თავადაც დატოვა.

ლევანმა ინდივიდუალურად ვარჯიში ორი თვის წინ განაახლა. 30 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა რუმინულ "გაზ მეთანში" გადასვლაზე უარი თქვა, რადგან საქართველოში დაბრუნება უნდოდა და ვერ წარმოედგინა, რომ აქ სასურველ კლუბს ვერ მონახავდა. არადა, მართლაც გასაკვირია: მოლდოვის ფეხბურთი მაღალი დონისა არ არის, მაგრამ, რაც უნდა იყოს, უეფამ ქართველი ამ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ამ სტატუსის მქონე მოთამაშე რატომ არ უნდა ყოფილიყო საინტერესო?

ბოლოს ისევ თბილისის "დინამომ" მიაქცია ყურადღება და ოთხი თვის უთამაშებელს გუნდში ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება მისცეს – გუშინ ლევანმა თბილისის "დინამოში" პირველად ივარჯიშა.

ცხადია, კორღალიძეს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია დააკვირდება, თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ კორღალიძე უკვე კლუბის წევრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად