ლაუდრუპი ორ წყალშუა

ლაუდრუპი ორ წყალშუა

ფოტო:ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი "მალიორკას" ფანი და შემწეა

რეალ კლუბ დეპორტივო მალიორკა

მხარე: ბალეარის კ-ები

დაარსდა: 1916 წ.

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი (46 წლ)

სტადიონი: ონო ესტადი (23 142)

გასულ სეზონში: მე-5

ტიტულები: ესპანეთის თასის მფლობელი, სუპერთასის მფლობელი.

საიტი: http://www.rcdmallorca.es/

ტრანსფერები

მივიდნენ: მიქაელ ლაუდრუპი (მწვრთნელი), ემილიო ნსუე (რეალ სოსიედადი), ჯონათან დე გუზმანი (ფეიენოორდი).

წავიდნენ: გრეგორიო მანსანო (მწვრთნელი), ბორხა ვალერო (ვესტ ბრომვიჩი), პაულო პესოლანო (ლივერპული, ურუგვაი), მარიო სუარესი (ატლეტიკო), არიც ადურისი (ვალენსია), ფელიპე მატიონი (ესპანიოლი), ფერნანდო ვარელა (კასიმფაშა), ხულიო ალვარესი (ტენერიფე), სისკო ერნანდესი (ელჩე).

რა გააკეთოს მიქაელ ლაუდრუპმა? კლუბს პერსპექტივა მის მოსვალმდე მოუსპეს - მართალია, მე-5 ადგილზე გასული "მალიორკა" გაკოტრებას გადაურჩა, მაგრამ ვერც ვარსკვლავები შეინარჩუნა, ვერც მწვრთნელი და შემდეგ უეფამ ევროპის ლიგის სიმწრით მოპოვებული საგზურიც ჩამოართვა და "ვილიარეალს" აჩუქა.

კლუბს განსაკუთრებით ბორხა ვალეროს, არიც ადურისისა და ფელიპე მატიონის გარეშე გაუჭირდება. ესენი ნამდვილი ლიდერები იყვნენ მოედანზე. ჰოლანდიელი ჯონათან დე გუზმანის გარდა ბალეარელებს არავინ უყიდიათ, ფორვარდი ნსუე იჯარით ჰყავდათ გასხვისებული და დაიბრუნეს. მოკლედ, "მალიორკას" ძალიან გაუჭირდება. ევროთასების საგზურისთვის ბრძოლას ვინ ჩივის და გაუჭირდება პრიმერაში ადგილის შენარჩუნება...

მალიორკა 2009/10: ავატე (38 თამაში), ლუქსი (1თ); მარტი (36თ, 1გ), კასტრო (35თ, 6გ), ადურისი (34თ, 12გ), სუარესი (34თ, 5გ), ნუნიესი (34თ, 4გ), ბ. ვალერო (33თ, 5გ), აიოსე (33თ), ვებო (31თ, 6გ), ხოსემი (28თ), ვიქტორი (27თ, 4გ), ალვარესი (26თ, 6გ), რამისი (26თ), კეიტა (23თ, 3გ), ფელიპე მატიონი (20თ, 1გ), რუბენ გონსალესი (19თ, 3გ), ვარელა (15თ), პესოლანო (12თ), ტუნი (9თ, 1გ), ბრუნო (9თ), ენრიკე (7თ), სერხი (1თ), ტომასი (1თ).

მალიორკა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): ავატე - ენრიკე, ნუნიესი, რამისი, აიოსე - ოსკარი, დე გუზმანი, მარტი, კასტრო - ვებო, ნსუე.

ლელო

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე