ლუის ვან გაალი, დანი ბლინდი და მარტინ სტურკენბომი “აიაქსის” ადმინისტრაციის უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნენ – ეს გადაწყვეტილება კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო
ლუის ვან გაალი, დანი ბლინდი და მარტინ სტურკენბომი “აიაქსის” ადმინისტრაციის უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნენ – ეს გადაწყვეტილება კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო. შეგახსენებთ, რომ მას იოჰან კრუიფი ხელმძღვანელობს. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა პირადი მიზეზების გამო სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა. ვან გაალი “აიაქსში” 2012 წლის 1-ელ ივლისიდან ჩაიბარებს ტექნიკური დირექტორის ვაკანტურ პოსტს, რომელიც ზაფხულზე რიკ ვან დერ ბოოხის გადადგომის შემდეგაა თავისუფალი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ეს იმიტომ მოხდება, რომ მწვრთნელს იქამდე “ბაიერნთან” ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს. მიუნხენური გრანდი ლუისს ხელფასს ძველებურად უხდის. დანი ბლინდი მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც კლუბში ოფიციალურად შედგება ვან გაალის დაბრუნება. ბლინდი თავისი ყოფილი დამრიგებლის თანაშემწე იქნება. ამასთან ის ტექნიკური მენეჯმენტის დეპარტმენტსაც ჩაიბარებს. რაც შეეხება “აიაქსის” ყოფილ პრეზიდენტ მარტინ სტურკენბომს, ის ფინანსური დირექტორის პოსტს ჩაიბარებს და მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგება.

სამეულიდან “აიაქსში” ყველაზე მეტად ლუის ვან გაალის დაბრუნებაა აღსანიშნავი, რადგან სტურკენბომი ნაკლებად შეიძლება მივაკუთვნოთ საფეხბურთო ავტორიტეტების რიცხვს. ბლინდს რომ თავისი წინა აქვს სპორტულ სამაყროში, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ის აქამდეც “აიაქსში” იყო დასაქმებული და ივლისიდან უბრალოდ უფრო მაღალ პოსტს დაიკავებს. აი, ვან გაალი კი სულ სხვა თემაა. ავტორიტარული მმართველობის სტილით ცნობილი მწვრთნელი კლუბს 2004 წელს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაშორდა. ის მაშინაც “აიაქსის” ტექნიკური დირექტორი იყო. ვან გაალის დაბრუნება ამსტერდამულ გრანდში იმიტომაც არის გასაკვირი, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასა და იოჰან კრუიფს შორის იდეალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. ამჯერად რანაირად შეძლებს ორი ამბიციური ადამიანი ერთ ოფისში მუშაობას ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვან გაალის მშობლიურ კლუბში დაბრუნების ინიციატივა სწორედ დიდ იოს ეკუთვნის.

ჰოლანდიური პრესის ცნობით, “აიაქსის” 19 წლის დანიელი ვარსკვლავის კრისტიან ერიკსენის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა”. თინეიჯერმა ფეხბურთელმა ამას წინათ განაცხადა, “სიტიში” ნამდვილად არ გადავალ, რადგან ჩემს კარიერას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ, “ქალაქელებს” იმდენი ნახევარმცველი ჰყავთ, სათადარიგოთა სკამს ვერ გავცდებიო. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა მეორენაირად დაუსვეს, თუ რომელ ქვეყანას არჩევს კარიერის გასაგრძელებლად, ესპანეთს თუ ინგლისს, რაზეც ფეხბურთელმა შემდეგი მოუგო: “ძალიან მომწონს ესპანური საფეხბურთო სტილი, რადგან ჩემსას ის მეტისმეტად ჰგავს. ამას გარდა მნიშვნელოვანია კლიმატური პირობებიც. ამ მხრივ ესპანეთს ინგლისთან უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ამჟამად თუ სადმე კარიერის გაგრძელებაზე ვფიქრობ, ეს ესპანური ლა ლიგაა. თუმცა გადაწყვეტით ნამდვილად არაფერი გადამიწყვეტია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად