„ლევერკუზენის“ 35 წლის ნახევარმცველმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება პირველად ახსენა
მიხაელი კარიერის დამთავრებაზე პირველად ალაპარაკდა

ტელეკომპანია „სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ლევერკუზენის“ 35 წლის ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება პირველად ახსენა. დღეს „ლევერკუზენი“ „კაიზერსლაუტერნს“ ეთამაშება და კითხვაზე, იქნება თუ არა ეს მისი უკანასკნელი თამაში იმ გუნდის წინააღმდეგ, საიდანაც მიხაელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო (კაიზერსლაუტერნის ღირსებას 1997-1999 წლებში იცავდა), ვეტერანმა გერმანელმა ასე უპასუხა: „დიახ, ეს შესაძელებელია. მეტსაც გეტყვით: დღევანდელი გადასახედიდან ეს ნამდვილად ბოლო სეზონი იქნება ჩემს კარიერაში, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზაფხულამდე რამე შეიცვალოს. ჯერჯერობით ამ სეზონის ბოლოს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.“

თუმცა მიხაელი გადაჭრით მაინც არ ამბობს იმას, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას კიდევ ერთხელ სურს უცხოეთში თამაში. „გადაღლილი ნამდვილად არ ვარ და ვფიქრობ, რომ ერთი-ორი წელი ფეხბურთის თამაში შემიძლია. თუმცა ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ცხადია, გააჩნია შემოთავაზებებსაც. ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე მინდა,“ - 2012 წლის სექტემბერში ბალაკი 36 წლის გახდება და ამ ასაკის მოთამაშეები უმეტესად პენსიაზე არიან ხოლმე, ბალაკი კი ცდილობს, არ დანებდეს.

ხსენებულ ინტერვიუში მიხაელმა „ლევერკუზენში“ შექმნილ სიტუაციაზე და ამ კლუბის ავან-ჩავანზეც ისაუბრა: „უფრო მეტი მონდომება და სრული კონცენტრაცია გვჭირდება. სხვანაირად ნურავინ გამიგებს, აშკარად ვხედავ, რომ აქ თამაში ყველას უხარია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, „ლევერკუზენს“ ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოლოს. ამისათვის კი ცოტა მეტი თავდადებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი დამთავრდება, რომ მე-8 ან მე-9 ადგილზე აღმოვჩნდებით, რაც ალოგიკური და უფრო მეტიც: კატასტროფული შედეგი იქნება.“

აღსანიშნავია, რომ სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, მიხაელ ბალაკი „ლევერკუზენის“ ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა – „ფარმაცევტების“ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი მას ბოლო დროს ყოველთვის სასტარტოში ათამაშებს – ხან საყრდენი ნახევარმცველის, ხანაც გამთამაშებლის პოზიციაზე.

„კარიერისა და ზოგადად ცხოვრების ურთულესი პერიოდი უკან მოვიტოვე. 2010 წელი და 2011 წლის პირველი ნახევარი ჩემთვის კატასტროფული იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ ფაქტობრივად კარიერა ჩამიმწარა. დისკუსიებმა, სპეკულაციებმა, ჯერ გერმანიის ნაკრების კაპიტნობის ჩამორთმევამ, მერე კი საერთოდ ბუნდესგუნდში ადგილის დაკარგვამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა და დღესაც ვფიქრობ, რომ ამას არ ვიმსახურებდი. ყველაზე მეტად გული იმან მატკინა, რომ ზოგზოგიერთები ჩემს პიროვნებას ეხებოდნენ, უკლასო ფეხბურთელიც კი მიწოდეს,“ - ამბობს მიხაელი.

ბოლო ათწლეულის უდავოდ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ზაფხულში კარიერის დასრულება არ მოუწევს, რადგან უნდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ მეტს იმსახურებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...