სამი დღის განმავლობაში აბუ დაბიში "იას მარინას" ავტოდრომზე ახალგაზრდა პილოტთა ტესტები მიმდინარეობდა
სამი დღის განმავლობაში აბუ დაბიში "იას მარინას" ავტოდრომზე ახალგაზრდა პილოტთა ტესტები მიმდინარეობდა.

ფორმულა 1-ის უახლოესი რეზერვის შემოწმებისას ახალი ვარსკვლავის დაბადება ვიხილეთ. ეს გახლავთ "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის წევრი, ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი. სულ აბუ დაბიში ექვსი სესია ჩატარდა და ექვსივე ვერნის გამარჯვებით დასრულდა. ეს პილოტი "რედ ბულის" ბოლიდით - RB7-ით გამოდიოდა და, რა თქმა უნდა, ესეც ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ვერნმა, პირველ რიგში, თავისი ოსტატობით მოხიბლა მაყურებელი.

ფრანგი პილოტის კლასზე ერთი ფაქტი მეტყველებს. როგორც იცით, გასულ უქმეებზე აბუ დაბიში ფორმულა 1-ის გრანპრი გაიმართა, რომელშიც კვალიფიკაცია გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა მოიგო. და სწორედ გუშინ, დილის სესიაში ჟან-ერიკ ვენრმა კვალიფიკაციის რეჟიმში რამდენიმე წრე გაიარა და ფეტელის შედეგს სულ მცირედით ჩამორჩა.

ბუნებრივია, ვერნს კონკურენტი არ ჰყოლია. გუშინდელ ორივე სესიაში მან უახლოეს მდევარს, "ფერარის" სარეზერვო პილოტს ჟიულ ბიანკის ორ წამზე მეტი მოუგო, "მაკლარენის" წევრს გერი პაფეტს კი - სამ წამზე მეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!