პოლონელი რობერტ კუბიცას საშინელი ავარიიდან თითქმის ცხრა თვე გავიდა
პოლონელი რობერტ კუბიცას საშინელი ავარიიდან თითქმის ცხრა თვე გავიდა. ექიმების ინფორმაციით, "ლოტუს-რენოს" პილოტმა მოახერხა უმძიმესი ტრავმების შემდეგ აღდგენა, მაგრამ ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა - როგორ სპორტულ ფორმაშია პოლონელი პილოტი? "ლოტუს-რენოში" არაერთხელ განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელიან რობერტის დაბრუნებას, თუმცა, ბოლო დროს, ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელთა ტონი უფრო მეტად ნეიტრალური გახდა, რადგან კუბიცას დაბრუნებას ჯერ კიდევ ოქტომბერში ელოდნენ.

ამასობაში, ყოველკვირეული "ავტოსპორტის" ინფორმაციით, კუბიცას პიროვნებით დაინტერესებას გამოთქვამს "ფერარი". როგორც იცით, ფელიპე მასასთან კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს იწურება და მას, ალბათ, არ გააგრძელებენ. "სკუდერიას" ფერნანდო ალონსოსთვის ძლიერი პარტნიორი სჭირდება და კუბიცას ჯერ კიდევ ავარიამდე ასახელებდნენ "ფერარიში" გადასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად. ახლა, იტალიური საჯინიბო პოლონელს საკუთარი ბოლიდით ტესტების ჩატარებას სთავაზობს.

ბრიტანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ლაპარაკია სრულფასოვან სატესტო პროგრამაზე მთელი 2012 წლის სეზონის განმავლობაში. ამისთვის გამოყენებულ იქნება 2010 წლის მანქანა. რობერტის მიმდინარე კონტრაქტი "ლოტუს-რენოსთან" თვენახევრის შემდეგ იწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად