ინგლისის ქალაქ ბირმინგემში დაწყებულ ბატუტზე მხტომელთა 28-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი მხტომელი მე-18 ადგილს დასჯერდა
გუშინ ბრიტანულ ბირმინგემში დაიწყო ბატუტზე მხტომელთა 28-ე მსოფლიოს ჩემპიონატი. სპორტის სახეობა, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ფიზკულტურის პროფესორმა ჯორჯ ნისენმა ჩაუყარა საფუძველი, 50-იან წლებიდან ბებერ კონტინეტზეც გახდა პოპულარული. 1958 წელს სწორედ ევროპაში, კერძოდ, ლონდონში ჩატარდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი.

ზუსტად 30 წლის შემდეგ პლანეტის უძლიერეს ბატუტისტთა პაექრობაში ქალთა შორი აბსოლუტური ჩემპიონობა (ინდივიდუალურში, სინქრონულსა (ელენა კოლემეეცთან ერთად) და გუნდურში) ზაურ სულაშვილის შეგირდმა, თბილისელმა რუსუდან ხოფერიამ მოიპოვა. მსგავს შეჯიბრებებში არაერთხელ გამოუჩენია თავი კიდევ ერთ ქართველ სპორტსმენს - ანა დოღონაძეს (2001 წელს ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ მესამე ადგილი დაიკავა ინდივიდუალურში, სინქრონულში კი ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მფლობელია, 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა), ოღონდ გერმანიის სახელით. იგი ახლა ბირმინგემშიც ცდის ძალებს.

წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი სალიცენზიოა, ამიტომ დიდ ბრიტანეთში 29 ქვეყნიდან ბატუტზე მხტომელმა 78-მა ქალმა მოიყარა თავი. ჯილდოების მაძიებელთა შორის არიან პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი და 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ჰი ვიენა (ჩინეთი), ოლიმპიური თამაშების ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ინდივიდუალურში 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (2009 წელს მე-3 ადგილი, სინქრონში როსანა მაკლენანთან ერთად ოქროს და ვერცხლი მედალოსანი) კარენ კოკბურნი (კანადა) და მისი მეწყვილე მაკლენანი, მსოფლიოს ჩემპიონი ჩინელები - დან ლი და შანშან ჰუანი (იგი მსოფლიოზე ორჯერ მეორე იყო, ათენის ოლიმპიადაზე - მესამე), პეკინის ოლიმპიადის მესამედაგილოსანი კატერინა ხილკო (უზბეკეთი).

სწორედ ასეთ ტიტულოვან სპორტსმენებთან მოუწია გუშინ პაექრობა ლუბა გოლოვინას, რომელმაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე მე-6 ადგილი დაიკავა. ბირმინგემში მან 96.890 ქულას მოუყარა თავი და მე-18 ადგილს დასჯერდა. სამწუხაროდ, იგი ფინალში ვერ მოხვდა.

მედლებისთვის ბრძოლას 8 საუკეთესო მხტომელი განაგრძობს. პირველ ოქტეტში ერთბაშად ოთხი ჩინელი შევიდა. დებულებით, გადამწყვეტ ეტაპზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ორს შეუძლია ჯილდოებისთვის პაექრობა. ამდენად, თანაგუნდელთაგან უარესი შედეგების მქონე შანშან ჰუანი (103.054) და სინფინ ჩჟონი (101.555) კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკს ჩამოშორდნენ.

ფინალში შევიდნენ: ჰი ვიენა (ჩინეთი, 104.130), დან ლი (ჩინეთი, 103.455), კარენ კოკბურნი (კანადა, 101.990), ტატსიანა პიატრენია (ბელარუსი, 100.220), როსანა მაკლენანი (კანადა, 100,125), ანა დოღონაძე (გერმანია, 99.400), კატრინ დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი, 98.765), სავანა ვინსანტი (აშშ, 98.445). რეზერვში არიან ლაურა გალახერი (დიდი ბრიტანეთი, 98.290) და ზიტა ფრიდრიხოვა (ჩეხეთი, 97.955). გუნდურში მედლებისთვის მებრძოლი კვინტეტი კი ასეთია: ჩინეთი-310.639, კანადა-298.015, დიდი ბრიტანეთი-294.840, გერმანია-289.835 და აშშ-287.865.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო