24 წლის ლევან გორგაძისთვის წლის უკანასკნელი ბაშო ისევე წარუმატებლად მიმდინარეობს, როგორც პირველი, იანვრის სუპერტურნირი
24 წლის ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) წლის უკანასკნელი ბაშო ისევე წარუმატებლად მიმდინარეობს, როგორც პირველი, იანვრის სუპერტურნირი. ლევანი მაშინაც აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იყო და სტარტზე ზედიზედ 6 ორთაბრძოლა წააგო.

ქართველი ახლოსაა ამ ანტირეკორდთან (საბოლოოდ იანვრის ბაშო 4-11 ბალანსით დაასრულა), რადგან კუნძულ კიუშუზე ზედიზედ მეხუთედ წააგო.

გუშინ მას სეკივაკე კაკურიუმ აჯობა, ღონიერი მოქნევით დოჰიოს რკალიდან გაისროლა. დღეს ტოჩინოშინი ანტირეკორდს გაიმეორებს, თუკი ვერც პირველ მაეგაშირა ოკინოუმის მოუგებს.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) "მატადორ" ამინიშიკის ოშიდაშით აჯობა. დღეს კი ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი ყველაზე ახალ ჩემპიონს, კოტოშოგიკუს შეხვდება. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს. მეოთხედ დამარცხდა კოკაი. "შავ ზღვას" რიგითი მაეგაშირა ვაკაკოიუ მოერია. ჩვენებური ახლა ტაკეკაძეს დაეჭიდება.

ბაშოს 3 სუმოისტი ლიდერობს დაუმარცხებლად: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, კოტოშოგიკუ და კაკურიუ.

V დღე: ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (იორიტაოში), ბარუტო-ჰომაშო (ჰიკიოტოში), ტოიონოშიმა-ჰარუმაფუჯი (შიტატენაგე), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), გოეიდო-კისენოსატო (სოტოგაკე), კაკურიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-იოშიკაძე (იორიკირი), ტოჩიოძანი-მიაბიამა (ცუკიდაში), ვაკაკოიუ-კოკაი (იორიკირი), კიტატაიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ვაკანოსატო-ტოკიტენკუ (შიტატენაგე), ტაკაიასუ-ფუჯიაზუმა (ცუკიოტოში), ტოიოჰიბიკი-ასასეკირიუ (იორიკირი), მიოგირიუ-კაისეი (იორიკირი), ცურუგიდაკე-დაიდო (ოშიდაში), აოიამა-საგაცუკასა (ოშიდაში), სადანოფუჯი-ტამავაში (ოშიდაში), კიმურაიამა-ტაკარაფუჯი (ჰატაკიკომი), ჩიონოკუნი-შოჰოზანი (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე).

4-1: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), ტოჩინოვაკა (მაეგაშირა 4), ტაკეკაძე (მ 7), ვაკაკოიუ (მ 9), მიოგირიუ (მ 11), აოიამა (მ 16)... 2-3: გაგამარუ (მ 3)... 1-4: კოკაი (მ 10)... 0-5: ტოჩინოშინი (მ 2).

VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-არანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოოშუ-კიოკუტენჰო, კოტოშოგიკუ-გაგამარუ, ბარუტო-ტოჩინოვაკა, კისენოსატო-კაკურიუ, ჰომაშო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-ოკინოუმი, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ, კიტატაიკი-იოშიკაძე, კოკაი-ტაკეკაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა