ქართველებმა "გალათასარაისა" და "შარლერუაში" ჯამში 18 წუთი ითამაშეს და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდნენ
ევროლიგის მეორე სათამაშო დღე ვერ გამოდგა ქართველი კალათბურთელებისთვის სახეირო. წააგო როგორც ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმ", ასევე თორნიკე შენგელიას "შარლერუამ", ქართველმა კალათბურთელებმა კი ჯამში 18 წუთი ითამაშეს და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდნენ.

"გალათასარაიმ" სტამბოლში ევროკალათბურთის გრანდ "ბარსელონას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედის წინ 48:61 აგებდა, მოგების შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტ პერიოდში "გალათასარაის" კარგმა თამაშმა მასპინძლებს მოგების შანსები გაუჩინა, მაგრამ საბოლოოდ კატალონიელებმა მაინც იმარჯვეს – 70:66.

ქართველმა ცენტრმა, რომელიც ერთთვიანი უქმობის შემდეგ მოედანს გასულ უქმეებზე თურქეთის ჩემპიონატის მატჩში დაუბრუნდა, "ბარსელონასთან" მხოლოდ 5 წუთს ათამაშეს. მცირე სათამაშო დრო სავარაუდოდ კვლავ ტრავმით უნდა იყოს გამოწყვეული. ფაჩულიამ საბოლოოდ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან ორივე საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა.

სტამბოლელთა რიგებში საუკეთესო ლუკსა ანდრიჩი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ბარსელონელთაგან კი ერაზემ ლორბეკი (14) და ხუან კარლოს ნავარო (12) გამოირჩნენ. სტამბულელებს 2 მოგების წილ მესამე მარცხი მოუგროვდათ და D ჯგუფში რუსულ "უნიქსთან" ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ფაჩულიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს, კვლავ შინ, პოლონური "პროკომის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ტოლ-სწორი ბრძოლა გაუმართა ძლიერ მეტოქეს თორნიკე შენგელიას გუნდმაც. "შარლერუა" თელ ავივში "მაკაბის" ბოლო მეოთხედის წინ 54:50 უგებდა და ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც მან საწყისი ათწუთეული 11:22 დათმო. საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც იძალეს და შეხვედრა სათავისოდ –69:59 დაასრულეს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში თავი ვერ გამოჩინა 20 წლის თორნიკე შენგელიამ, რომელიც ხუთეულში კი იყო, მაგრამ ნაადრევად დაუგროვდა ჭარბი პერსონალურები და მწვრთნელი მას ჯერ მოედანს არიდებდა, შემდეგ კი ქართველი ფორვარდი მოედნიდან გავარდა. შენეგელიამ მეტოქის ფარს საშუალო მანძილიდან ორჯერ შეუტია, მაგრამ ვერც ერთი ვერ ჩააგდო. მან მოედანი ხუთი პერსონალურის მიღების შემდეგ, 2 მოხსნით დატოვა.

შარლერუელებს ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და ჯგუფში კვლავინდებურად ბოლო ადგილზე იმყოფებიან. შენგელიას გუნდი მეექვსე ტურში 24 ნოემბერს, ესპანეთში მადრიდის "რეალს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!