სტამბულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 18 ოქროს, 19 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ამ დღეებში სტამბულმა კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც შინ ოქრო-ვერცხლის დიდი ნადავლით დაბრუნდა.

"ვინაიდან ჩემპიონატი ტარდებოდა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და არ იყო ლიმიტირებული სპორტსმენების მონაწილეობა, საქართველოს დელეგაცია ასპარეზობაზე 90 სპორტსმენით წარსდგა. ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ პირველად მოხერხდა ქართველი მსაჯების ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატზე მიწვევა. სულ 10 მსაჯის დელეგირება შევძელით ამ ეტაპზე.

საქართველოში კარატეს პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ გულშემატკივრების მთელი არმია ჩამოვიდა სტამბულში. მათმა მხარდაჭერამ და სპორტსმენების კარგმა მომზადებამ განაპირობა თვალსაჩინო წარმატება. გუნდურ კუმიტეში, 9-10 წლიანების ფინალში, ჩვენმა ნორჩმა მებრძოლებმა დიდი უპირატესობით რუსეთის გუნდს სძლიეს. 14-15 წლიანებში კი მეორე ადგილზე გავედით მასპინძლების შემდეგ. 16-17 წლებში კვლავ ჩვენმა გუნდმა იმარჯვა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასაკისა და წონით კატეგორიების მიხედვით პირველობა მოიპოვეს: ნიკა ხვედელიძემ, ალექსი ტყვაცირიამ, ალექსანდრე გალდავამ, ლუკა გლურჯიძემ, გიორგი ჯიქიამ (2 ოქრო), ნიკოლოზი ქობალიამ, გუგა ივანაშვილმა (2 ოქრო) გიორგი ჩხაიძემ, საბა გოგიძემ, გიორგი კეჭეხმაძემ, დავითი წილოსანმა, თორნიკე ცინცაძემ, მინდია კოტორაშვილმა, ალექსანდრე ჩაქსელიანმა, დავით ტყებუჩავამ და გურამ ზარიძემ. საერთო ჯამში ბავშვებში, უფროსებში და ვეტერანებში ჩვენს ანგარიშზეა 18 ოქროს, 19 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი.

ეს არის ბოლო წლების ნაყოფიერი მუაობის შედეგი, რომელიც სპორტის სამინისტროსთან ერთად და მისი ხელშეწყობით ხორცილედება. ჩვენი ნაკრები უახლოეს დღეებში საფრანგეთში გაემგზავრება. დეკემბრის ბოლომდე კი 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენების ტრადიციული დაჯილდოებაა დაგეგმილი - 10 კარატისტი დასახელდება, - განაცხადა სატმბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ".

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე