გუუს ჰიდინკის ნაცვლად თურქეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად აბდულა ავჯი დაინიშნა
გუუს ჰიდინკის ნაცვლად თურქეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად აბდულა ავჯი დაინიშნა. ხელშეკრულება მასთან 2015 წლის მაისამდე გაფორმდა. აბდულა სწორედ ის სპეციალისტია, ვინც თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრებს 2005 წელს იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოაგებინა. შემდეგ ის წარმატებით მუშაობდა “ისტანბულშიც”.

აბდულა ბოლო დრომდე სწორედ აღნიშნულ კლუბში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც ეროვნული გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს, “ისტანბულის” შეფებს წამითაც არ უყოყმანიათ ისე მისცეს თანხმობა კონტრაქტის გაწყვეტაზე. 48 წლის მწვრთნელის წინაშე არცთუ ისე იოლი ამოცანა დგას. მან გუნდი ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გაიყვანოს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს მეზობლებს ჰოლანდიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესტონეთისა და ანდორის ნაკრებებთან მოუწევთ ჭიდილი.

“თურქეთის ნაკრებში მუშაობა დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. მოხარული ვარ, რომ ეს პოსტი სწორედ მე მომანდეს. იმედია, შევძლებ და ნაკრებს წინსვლაში დავეხმარები,“ - განაცხადა აბდულა ავჯიმ. რაც შეეხება ფედერაციის პრესიდენტსდ, მეჰმედ ალი აიდინლარი ახალ მწვრთნელზე უდიდეს იმედებს ამყარებს:

“ავჯიმ ეს პოსტი ნამდვილად დაიმსახურა. 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მან ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუტანა, შემდეგ კი იმავე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს დიდი წარმატებები ელის”.

სამწვრთნელო კარიერა ავჯიმ 1999 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის “ისტანბულსპორის” საფეხბურთო აკადემიაში იღრმავებდა ცოდნას, შემდეგ კი “გალათასარაიმ” მიიწვია. 2004 წელს აბდულას თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს და რამხელა წარმატებას მიაღწია ამ გუნდთან ერთად, უკვე მოგახსენეთ. სწორედ მის ხელში გაიბრწყინა პირველად “დორტმუნდის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ნური შაჰინმა. მის გუნდში თამაშობდა ასევე ამჟამად “ფენერბაჰჩესა” და ეროვნული გუნდის წევრი ჯანერ ერკინი.

2006 წლის აგვისტოში ავჯი საკლუბო ფეხბურთის ორომტრიალში გადაეშვა - მან “ისტანბული” ჩაიბარა, ვისთან ერთადაც პირველივე ცდაზე თურქეთის ელიტური ლიგის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ ამ კლუბს უმაღლესიდან გავარდნის საფრთხე არ დამუქრებია. წინა სეზონში მწვრთნელმა მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდი ქვეყნის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც “ბეშიქთაშთან” ძირითად დროში 2:2 ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა - 4:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"