თბილისის "დინამოს" მცველი ქუთაისის "ტორპედოსთან" მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს
"დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირების მნიშვნელობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს შესანიშნავად ესმით. დედაქალაქელთა განწყობა კარგად იკითხება მათი მცველის, გიორგი რეხვიაშვილის ინტერვიუშიც.

- "ტორპედოსთან" მატჩი "დინამოსთვის" არასდროს ყოფილა რიგითი.

- "ქართული კლასიკოს" მნიშვნელობას კარგად ვაცნობიერებთ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. ისტორიულის გარდა, ამ "დინამო"-"ტორპედოს" დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს - ამ სეზონში უშუალო კონკურენტებთან ქულების დაგროვება გვიჭირს და გვინდა, ნავსი ქუთაისელთა დამარცხებით გავტეხოთ. თანაც, რევანშისთვის ვემზადებით. გამარჯვების გარდა, ჩვენთვის სხვა შედეგი მიუღებელი იქნება.

- პირველ წრეში ქუთაისში განცდილი მარცხი რამ განაპირობა?

- მატჩის დებიუტში ორი სწრაფი გოლი მივიღეთ და მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შევძელით. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მჯერა, რომ ახლა სულ სხვაგვარი შინაარსის მატჩი იქნება.

- ალექს გარსიას ფეხბურთელებთან "ტორპედოს" თავისებურებებზე ხომ არ უსაუბრია?

- დეტალური ანალიზი არ ყოფილა, ზოგადად კი "ტორპედოს" შესახებ ბევრი რამ ვიცით და კარგად გვესმის, რომ სერიოზული და ბრძოლისუნარიანი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

- ელოდები თუ არა სანახაობრივ თამაშს?

- ამაშიც დარწმუნებული ვარ, რადგან ალექს გარსიაც და გია გეგუჩაძეც შემტევი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელები არიან. სტადიონზე მოსული ქომაგი არ ინანებს.

- რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ "დინამო" ეროვნულ სტადიონს უბრუნდება.

- ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. აქამდე ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მხოლოდ სტუმრად ვთამაშობდით, ახლა კი შინ ვბრუნდებით, სადაც საოცარი საფეხბურთო ატმოსფეროა.

- როგორია ფეხბურთელთა პოზიცია ალექს გარსიას გარშემო ბოლო დროს შექმნილი მითქმა-მოთქმის თაობაზე?

- სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ მას ფეხბურთელებისგან ასპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ბიჭებისთვის მისი საფეხბურთო ხედვაც აბსოლუტურად მისაღებია და ადამიანური თვისებებიც. გვჯერა, რომ გარსია "დინამოსთვის" იდეალური მწვრთნელია. იმის მიუხეადავად, რომ მხოლოდ რამდენიმეთვიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

- ფაქტია, რომ "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში. როდისთვის ვარაუდობთ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას?

- დაგეთანხმებით. ამჟამად ბევრი გვიკლია თუნდაც იმ დონემდე, ევროთასებზე რომ ვაჩვენეთ, მაგრამ იმასაც ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა გუნდი უკეთეს კონდიციებში შედის, რაც მალე შედეგებშიც აისახება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა