ხვალ და ზეგ "ჰეინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" განმეორებითი შეხვედრები გაიმართება
ხვალ და ზეგ ევროპულ რაგბიში "ჰეინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასზე" ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის პირველი ტური წარუმატებელი გამოდგა. ჩვენებურთა სამი გუნდიდან ორი დამარცხდა და მხოლოდ ერთმა მაღწია ფრეს.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს, მეორე ტურში შინ ხვდება ირლანდიურ "მანსტერს". კასტრელებმა პირველ ტურში სტუმრად წააგეს უელსურ "ჰლანეჰლისთან" - 23:31. მათი ამჟამინელი მეტოქე ევროპული რაგბის ერთ-ერთი გრანდია, რომელმაც ერთი კვირის წინ დრამატულ მატჩში შინ დაამარცხა ინგლისური "ნორსჰემპთონი" - 23:21. ირლანდიელები მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ერთ ქულას აგებდნენ, როცა საკამოდ ხანგრძლივი, 40-ფაზიანი იერიშის შემდეგ მგეზავმა რონან ოგარამ დიდოსტატური არეკნით გამარჯვებამ მოუტანა მასპინძლებს.

ერთი სიტყვით, ფეიქრიშვილსა და კომპანიას საკმაოდ ძლიერ, კარგად ორგანიზებულ და მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდთან მოუწევს რკენა. ძნელი სათქმელია, რა მიზნები აქვს "კასტრს" ევროთასების ამჟამინდელ გათამაშებაში, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში საქმე კარგად მისდის და, ალბათ, ორფრონტზე თანაბრად ბრძოლას მოერიდება.

ამავე ჯგუფში უელსური "ჰლანეჰლი" სტუმრად დაუპირისპირდება ინგლისურ "ნორსჰეპთონს".

A ჯგუფი

ნორსჰემპთონი-ჰლანეჰლი, კასტრი-მანსტერი

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰლანეჰლი - 4 ქულა, 2. მანსტერი - 4, 3. ნორსჰემპთონი - 1, 4. კასტრი – 0.

მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" მეორე ტურში ურთულესი გამოცდა ელის ინგლისში "ბასთან". ჩვენებურთა გუნდმა პირველ ტურში "ჰეინეკენის თასის" მფლობელ ირლანდიურ "ლენსტერთან" შესანიშნავად ითამაშა, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ფრეს დასჯერდა. იმ მატჩში საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დაასახელეს, რომელიც მერე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

"ბასი" სტუმრად ბოლო წუთებზე დამარცხდა შოტლანდიაში "გლაზგოსთან" - 21:26, რომელიც ამჯერად "ლენსტერს" სტუმრობს.

C ჯგუფი

ლენსტერი-გლაზგო, ბასი-მონპელიე

სატურნირო მდგომარეობა

1. გლაზგო - 4 ქულა, 2. ლენსტერი - 2, 3. მონპელიე - 2, 4. ბასი - 1.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" მეორე ტურში იტალიურ "აირონს" უმასპინძლებს, რომელიც D ჯგუფის აუტსაიდერია. "ვულკანებმა" პირველ ტურში სტუმრად წააგეს ირლანდიურ "ალსტერთან" - 11:16. ამჯერად კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე გათამაშებაში პირველ მოგებას მიითვლის. მეტიც ზირაქაშვილს და კომპანიას შეუძლია პრემიალური ქულაც იოლად აიღოს, რომელიც გუნდს ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის ენიჭება.

მიუხედავად იმსა, რომ "აირონში" იტალიის ეროვნული ნაკრების რამდენიმე მორაგბე თამაშობს, ეს გუნდი მაინც უიმედო აუტსაიდერია. პირველ ტურში აირონელებმა შინ წააგეს ინგლისურ "ლესტერთან" - 12:28.

ზირაქაშვილი იტალიურ კლუბთან მატჩისთვის სათადარიგოთა შორის იქნება. ამავე ჯგუფში, "ლესტერი" შინ მიიღებს "ალსტერს".

D ჯგუფი

კლერმონი-აირონი, ლესტერი-ალსტერი

სატურნირო მდგოამრეობა

1. ლესტერი - 4 ქულა, 2. ალსტერი - 4, 3. კლერმონი - 1, 4. აირონი - 0.

ქართველ მორაგბეთა გუნდებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პირველ ტურში. შედეგად ოთხიდან სამი თავიანთ ჯგუფებში ლიდერები არიან. საგულისხმოა, რომ მეორე ტურში სწორედ "ქაეთული გუნდები" დაწყვილდნენ.

B ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" სტუმრად ეთამაშება ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონს". ტულონელებმა პირველ ტურში შესანიშნავად ითამაშეს და იტალირ "პადოვას" დიდი ანგარიშით 53:22 მოუგეს. ამ თავისთვის სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველხაზელმა ლევან ჩილაჩავამ.

"ტულონის" ერთ-ერთი მწვრთნელის, ოლივერ აზამის ქება დაიმსხურა კიდევ ერთმა ქართველმა, ასევ დებიუტანტმა და ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ წლეულს "ტულონთან" კოტრაქტი უმთავრდება საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯ დავით ქუბრიაშვილს. თუმცა, როგორც კლუბის მიერ გავრცელებული კომუნიკე იუწყება, გუნდის ხელმძღვანელობა და, რაც მთავარია, მთავარი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი მისი თამაშის კმაყოფილია და "დუდუს" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

რაც შეეხება "ლიონს", ჩვენებურთა ამ გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში ორი მატჩი გამოტოვა და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პირველ ტურში სტმრად წააგო ინგლისურ "ნიუკასლთან" - 19:27. ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამჯერად ორივე გუნდიდან მხოლოდ ერთი ქართველი, დავით ქუბრიაშვილი ითამაშებს. ამავე ჯგუფში "პადოვა" შინ დაუპირისპირდება "ნიუკასლს".

B ჯგუფი

პადოვა-ნიუკასლი, ლიონი-ტულონი

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 5 ქულა, 2. ნიუკასლი - 4, 3. ლიონი - 0, 4. პადოვა - 0.

E ჯგუფში ლიდერი ბექა შეყლაშვილის "აჟენია", რომელიც შინ ეთამაშება ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს". აჟენელებმა პირველ ტურში იოლად სძლიეს 50:10 ესპანურ "ლა ვილას", რომელიც ამ გათამაშების ყველაზე სუსტი გუნდია.

პირველი შეხვედრა მოიგო "ბრივმაც". ჩვენებურთა გუნდმა შინ სძლია ინგლისურ "სეილ შარქსს" - 26:18 და "აჟენს" ერთი ქულით ჩამორჩება. ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი სათადარიგოთა შორის არიან, კაკოვინი და შეყლაშვილი არ ითამაშებენ.

"სეილ შარქსი" შინ მიიღებს "ლა ვილას."

E ჯგუფი

სეილ შარქსი-ლა ვილა, აჟენი-ბრივი.

სატურნირო მდგომარეობა

1. აჟენი - 5 ქულა, 2. ბრივი - 4, 3. სეილ შარქსი - 0. 4. ლა ვილა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია