პირველ ნახევარფინალურ მატჩში თბილისის ,,არმიასთან" მარცხის მიუხედავად ქუთათურები ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ
ქუთაისის ,,აია" საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თბილისის ,,არმიასთან" 12:18 დამარცხდა. საკუთარ კედლებში წაგების მიუხედავად ქუთათურები ფინალში გასვლის შანს ისევ ინარჩუნებენ, ამისთვის "აიამ" განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ხვალ "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება, მეტოქე მინიმუმ 7 ქულის სხვაობით უნდა დაამარცხოს.

"სამწუხაროდ, ,,არმიასთან ისევ დავმარცხდით, მაგრამ ამის გამო ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ. ფინალში გასვლის შანსი ჯერ არ დავიკარგავს. ექვსი ქულის გაბათილება გადაუჭრელ ამოცანას არ წარმოადგენს, დასაკარგი არაფერი გვაქვს და განმეორებით შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ." - აღნიშნა "აიას" მწვრთნელმა კობა გიორგაძემ.

მანვე მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა: "არმიასთან ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგეთ, წინა შეხვედრები დეტალურად განვიხილეთ და ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა მოედანზე იმისთვის, რომ არმიელთა წინააღმდეგობა დაგვეძლია. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც გვქონდა ჩაფიქრებული არ გამოგვივიდა. ამაში ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. თითქმის ნახევარი გუნდი გვაკლდა. იძულებული გავხდით ახალგაზრდულიდან ორი მორაგბე გიორგი ფრუიძე და ნოდარ მარდალეიშვილი დაგვემატებინა.

პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შესვენების შემდეგ გუნდი აირია და საბოლოოდ დავმარცხდით. შეცდომებს გავაანალიზებთ და მომავალ მატჩს გაცილებით მომზადებული შევხვდებით.

თუკი, ტრავმირებული მორაგბეები დროულად გამოჯანმრთელდებიან და სრული შემადგენლობით ვითამაშებთ, "აიას" ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ფინალის საგზური მოიპოვოს."

ლევან ცაბაძე, "არმიას" მწვრთნელი: "პირველი ნახევარფინალური მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძლიერი მეტოქე გვყავდა, უპირატესობასაც ფლობდნენ მაგრამ, ამ მატჩში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო... სტუმრად მოგების მიუხედავად, განმეორებით შეხვედრაში "აიასთან" ძალიან რთული თამაში გველოდება და ფინალისტის ვინაობასაც თბილისური შეხვედრა გაარკვევს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

FIRA AER-მა "ბორჯღალოსნების" სამი შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა
"არმიას" დუბლი პირველივე ცდაზე
"არმიის" მორაგბეებმა დუბლი გაიფორმეს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო