დღეს ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება...

დღეს ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება. ტურნირზე საქართველოს სამი გუნდთან ერთად - "ლელო", "ბათუმი XV", "ლოკომიტივი" - უკრაინის "კრედო 63" და რუმინლული გუნდები "ბუქარესტი" და "არადი" იასპარეზებენ. ამ შეჯიბრების მნიშვნელობასა და გათამაშების ფორმატზე სასაუბროდ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს...

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"ამ ტურნირის გამართვის იდეა საკმაოდ ბანალურმა მიზეზმა დაბადა. საკლუბო დონეზე საერთაშორისო მატჩების მწვავე დეფიციტს განვიცდიდით, რისი აღმოფხვრაც სასწრაფოდ იყო აუცილებელი.

ხშირად გვსაყვედურობდნენ, რატომ არ ასპარეზობენ ქართული კლუბები თუნდაც ერთ ევროპულ საკლუბო ტურნირში, მაგალიათად, "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში. პასუხი ძალიან მარტივია: ამ ტურნირზე ასპარეზობისთვის კლუბს მინიმუმ 350 ათასი ევრო სჭირდება. ასეთი თანხა ქართულ კლუბებს არ გააჩნიათ.

ვთქვათ, მოვიძიეთ სპონსორი, რომელმაც ეს თანხა ჩადო კლუბში. წინ წამოიწევს მეორე პრობლემა. "ჩელენჯ კაპზე" ძირითადად ფრანგულ და ბრიტანულ კლუბებთან მოგვიწევს ასპარეზობა. ისინი უმაღლესი დონის პროფესიული გუნდები არიან. ვფიქრობთ, რომ მათთან თამაში და ასი ქულის სხვაობით წაგება ჩვენს რაგბის ბევრს ვერაფერს შემატებს. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა მაღალი დონის გუნდებთან პაექრობაში შეიძლება გაიზარდო. პირიქით, შედეგი გვექნებოდა აბსოლუტურად საპირისპირო. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც მოთამაშეებზე, ისე სპონსორებზე და ზოგადად, რაგბის მიმართ ყურადღებაზე,

ამიტომ გადავწყვიტეთ შუალედური ტურნირის ჩატარება. პირდაპირ ძლიერ გუნდებს კი არ დავეჯახოთ შუბლით, არამედ ჯერ დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებთან მოვსინჯოთ ძალა. ამ იდეით მივმართეთ IRB-ს, რომელიც მხარს უჭერს რეგიონული ტურნირების გამართვას. დავარწმუნეთ, რომ საჭიროა ჩვენს რეგიონში კარგი დონის საკლუბო შეჯიბრის გამართვა.

თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში რუსეთის ოთხი, რუმინეთის ორი და საქართველოს ორი კლუბი ითამაშებდა. სამწუხაროდ, ამ პროცესში ცუდად ჩაერია პოლიტიკა. დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთის რაგბის კავშირი და ოთხივე რუსული კლუბი მზად იყვნენ საქართველოში ჩამოსასვლელად, მაგრამ არ გამოუშვეს.

საჭირო გახდა მათი ჩანაცვლება. ყველაზე რელური ვარიანტი უკრაინა იყო და, შესაბამისად, უკრაინის რაგბის ფედერაციას მივმართეთ წინადადებით, "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში ეთამაშათ. გადაწყვეტილი იყო, რომ უკრაინიდან ოდესის "კრედო 63" და ქვეყნის ჩემპიონი "ხარკოვი" გვეწვეოდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ხარკოველებმა ფინანსური პრობლემის გამო უარი თქვეს თბილისში სტუმრობაზე. იძულებული გავხდით, უკრაინული გუნდის ნაცვლად საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი თბილსის "ლოკომოტივი" მოგვეწვია.

ცხადია, ასეთი მასშტაბის ტურნირის ჩატარება სერიოზულ ფინანსებსაც მოითხოვს. დიდი დახმარება გაგვიწია თბილისის მერიამ, რომელმაც ძირითადი ხარჯები დაგვიფარა და ამდენად, "შავი ზღვის თასის" გათამაშება თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდება. დანარჩენი თანხა რაც ტურნირის ჩასატარებლად იყო აუცილებელი, IRB-მ გამოჰყო.

ამ ტურნირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, გვინდა დავანახოთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს, რომ სერიოზული ტურნირების გამართვის უნარი შეგვწევს. თუ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდა და უახლოეს დროში სარაგბო სტადიონები გვეღირსა, IRB მზადაა, უფრო სერიოზული ტურნირების გამართვა გვანდოს.

ტურნირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა სპორტული თვალსაზრისითაც. ჩვენი მორაგბეების უმრავლესობას ეროვნულ თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში საერთაშორისო არენაზე გამოსვლა პირდაპირ ოფიციალურ მატჩებში უწევს. გამოუცდელობის გამო კი ფსიქოლოგიურად ითრგუნებიან და ხშირად წაგების მიზეზიც ეს არის. ამ ტურნირზე სამ გუნდში საქართველოს ჩემპიონატის ოთხმოცამდე მორაგბე ითამაშებს და, ვფიქრობთ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ."

ლაშა ხურციძე, ტურნირის დირექტორი:

"ტურნირის ორგანიზებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა გამართული ინფრასტრუქტურა იყო. სათამაშო მოედნის გარდა მოსაძებნი იყო ნორმალური სავარჯიშო მოედნები. გარკვეული სპეციფიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. გუნდებისთვის სავარჯიშოდ ოთხი მოედანია გამოყოფილი. ესენია "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედანი, დიდ დიღომში "ვისოლის" სარაგბო სტადიონი, დიღმის მასივში მდებარე "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზა და საგურამოს საფეხბურთო ბაზა.

ტურნირს ქართველ მსაჯებთან ერთად თითო-თითო რუმინელი და უკრაინელი არბიტრიც განსჯის. ფინალურ შეხვედრის სამსაჯოდ კი პორტუგალიელი თემიდის მსახური გვეწვევა. ტურნირის კომისარი IღB-ს ერთ-ერთი მოხელე იქნება, რომელიც შეჯიბრების შესახებ მოხსენებას გააკეთებს და მსაჯებისთვის სემინარსაც ჩაატარებს."

ლევან მაისაშვილი, "ლელოს" მთავარი მწვრთნელი:

"გუნდმა ტურნირისთვის მზადება სამი კვირის წინ ახალდაბაში დაიწყო. იქ ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვზრუნავდით. მერე გუნდის ძირითად ბირთვს სხვადასხვა გუნდიდან რვა მოთამაშე დავამატეთ, ესენი არიან: ლაშა ბაირამაშვილი (თსუ\ლომები), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ლომიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, გელა შალამბერიძე (სამივე- აია), კარლენ ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი (ორივე-ვისოლი\ყოჩები) და მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).

ამჟამად მცხეთაში ვართ დაბანაკებული და საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე განვაგრძობთ მზადებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "საქართველოს ბანკს", რომელმაც ტურნირისთვის მზადებაში დიდი დახმარება გაგვიწია, გვისპონსორა. ლაშა ხმალაძისა და ალექსანდრე თოდუას გარდა გუნდის ყველა წამყვანი მოთამაშე ჯანმრთელადაა, საბრძოლველად მზად ვართ და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ".

შავი ზღვის თასი

A ჯგუფი: ლელო, კრედო 63, ბუქარესტი.

B ჯგუფი: ბათუმი XV, ლოკომოტივი, არადი.

24 აგვისტო

ლელო-კრედო 63, ლოკომოტივი-არადი,

28 აგვისტო

ბათუმი XV-არადი, ბუქარესტი-კრედო 63

1 სექტემბერი

ბათუმი XV -ლოკომოტივი, ლელო-ბუქარესტი

4 სექტემბერი, მცირე ფინალები

V ადგილისთვის

III ადგილისთვის

5 სექტემბერი

ფინალი

paata
კარგი ინიციატივაა. იმედია ტრადიციულ და წარმატებულ ტურნირად ჩამოყალიბდება.
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება