ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირის წინ პროფესიონალ ჩოგბურთელმა ასოციაციამ სხვადასხვა ნომინაციაში 2011 წლის ლაურატები დაასახელა
ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირის წინ პროფესიონალ ჩოგბურთელმა ასოციაციამ (ATP) სხვადასხვა ნომინაციაში 2011 წლის ლაურატები დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, წლის მოთამაშის ტიტული დაიმსახურა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში "დიდი სლემის" სერიის სამი ტურნირი მოიგო და წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა.

წლის წყვილად აღიარეს ამერიკელი ძმების - ბობ და მაიკ ბრაიანების დუეტი, რომლებმაც ასევე პირველ ადგილზე დაასრულეს 2011 წელი.

სტეფან ედბერგის სახელობის პრიზი მოიპოვა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ამ ნომინაციაში ჩოგბურთელს პატიოსანი თამაშისთვის აჯილდოვებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ლაურეატი თავად ჩოგბურთელებს შორის კენჭისყრით ირკვევა. ფედერერმა ეს პრიზი ბოლო რვა წელიწადში მეშვიდედ მიიღო.

"წლის დაბრუნება" გახდა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელმაც ამ სეზონში მოიგო 48 თამაში, წააგო ექვსი და მთავარი პრიზი მოიპოვა ორ ტურნირზე - ეშტორილსა და დელრეი-ბიჩში. ამ სეზონში არგენტინელმა რეიტინგში 258-ე ადგილიდან 11-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ნომინაციაში "წლის ახალბედა" გაიმარჯვა კანადელმა ვუნდერკინდმა მილოშ რაონიჩმა. 20 წლის ჩოგბურთელი წლის განმავლობაში 156-დან 31-მდე ადგილამდე ამაღლდა. რაონიჩი პირველი კანადელია ბოლო 16 წლის განმავლობაში, ვინც ATP-ის სერიის ტურნირის მოგება მოახერხა. თანაც, მილოშმა სან ხოსეში ისე მოიპოვა მთავარი პრიზი, რომ პარტია არ წაუგია. შემდეგ კვირას კი კანადელმა მემფისის ტურნირის ფინალს მიაღწია, მაგრამ იქ ამერიკელ ენდი როდიკთან წააგო.

"წლის პროგრესად" ჩოგბურთელებმა აღიარეს ამერიკელი ალექს ბოგომოლოვის გარღვევა. 28 წლის ჩოგბურთელმა წელს ექვსი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი გააუმჯობესა და საბოლოოდ, რეიტინგში 166-ე პოზიციიდან 33-მდე გადაინაცვლა.

"არტურ ეშის პრიზი" (აქტიური მონაწილეობა საქველმოქმედო აქციებში) ესპანელ რაფაელ ნადალს გადაეცა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ეს ჯილდო საკუთარი საქველმოქმედო ფონდის აქტიური მოღვაწეობის წყალობით მოიპოვა.

გულშემატკივრების ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელი ზედიზედ მეცხრედ (!) როჯერ ფედერერი აღიარეს. წყვილთა თანრიგში ანალოგიური პრიზი ძმებ ბრაიანებს ერგოთ.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ შესანიშნავ სპორტის სახეობას მივდევ - გულშემატკივრებია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს კორტზე პატიოსანი თამაშისთვის. ეს პრიზი ჩემი ბავშვობის კერპის სტეფან ედბერგის სახელს ატარებს, ასე რომ, ეს აღიარება განსაკუთრებულია ჩემთვის", - განაცხადა პრიზების მიღების შემდეგ ფედერერმა, რომელსაც კარიერაში ATP-ის 22 სხვადასხვა პრემია დაუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე