მექსიკელმა ხულიო სეზერ ჩავეს-უმცროსმა ტიტულის პირველი დაცვა WBC-ის ვერსიით საშუალო წონაში წარმატებით ჩაატარა
მექსიკელმა ხულიო სეზერ ჩავეს-უმცროსმა წარმატებით ჩაატარა ტიტულის პირველი დაცვა WBC-ის ვერსიით საშუალო წონაში.

მეხუთე რაუნდში მან ტექნიკური ნოკაუტით დაამარაცხა ამერიკელი პიტერ მანფრედო.

მექსიკელთა კერპის ხულიო სეზარ ჩავეს-უფროსის ვაჟი მეორე ბრძოლას ატარებდა. მან ტიტული ამა წლის ივნისში მოიპოვა, როცა ქულებით დაამარცხა გერმანელი სებასტიან ზბიკი. თანაც, მაშინ ბევრმა ეს გამარჯვება საკამათოდ მიიჩნია.

რაც შეეხება მექსიკელის მეტოქეს, მანფრედოს აქამდე ექვსი ბრძოლა ჰქონდა წაგებული, აქედან ორი - ნოკაუტით. ამერიკელისთვის ეს იყო პირველი საჩემპიონო ჩხუბი კარიერაში.

სხვათა შორის ბრძოლის წინ მანფრედომ განაცხადა, რომ წაგების შემთხვევაში წავიდოდა პროფესიული სპორტიდან. "ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა, რომელშიც ტიტულის მოგება შემიძლია. თუ ვერ შევძლებ გამარჯვებას, შესაძლოა, რინგი დავტოვო, - განაცხადა მან. - დღეს მე ჩემი სამი შვილისა და ოჯახისთვის ვიბრძოლებ". მანფრედომ დაამატა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს ახლახანს შეძენილი სახლისთვის ფულის გადახდას. აღსანიშნავია, რომ მანფრედოს მამაც ყოფილი მოკრივეა და ახლა თავის შვილს ავარჯიშებს.

ამერიკელის ოჯახისთვის სამწუხაროდ, ბრძოლა დიდი ხანი არ გაგრძელებულა და ის მეხუთე რაუნდში დასრულდა. "ლეგენდის შვილისთვის"

ეს ბრძოლა ჯერჯერობით საუკეთესოა კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ მანფრედო პირველ ოთხ რაუნდში ცუდად არ გამოიყურებოდა, მეხუთე რაუნდი მისთვის სავალალოდ დასრულდა. ჩავესმა მას ჯერ მარჯვნიდან მოარტყა, შემდეგ ბაგირებთან მიიმწყვდია და უმოწყალოდ ცემა დაუწყო. რეფერი იძულებული გახდა შეეჩერებინა ბრძოლა და მექსიკელის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება გამოეცხადებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე