"დალას მავერიქსის" ლიდერის დირკ ნოვიცკის ევროპულ ვარიანტად მადრიდის "რეალს" ასახელებენ
რა თქმა უნდა, უხვად ვრცელდება ინფორმაციები მოსალოდნელ ტრანსფერებზე. გასული ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშემ, "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ დაასრულა შვებულება და სერიოზულად განიხილავს კარიერის გაგრძელების ვარიანტებს.

"რამდენიმე კვირა მჭირდება სათამაშო ფორმის აღსადგენად. ჩემთვის არ შეიძლება სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა", - ამბობს გერმანელი ვარსკვლავი.

ნოვიცკისთვის ერთ-ერთ ევროპულ ვარიანტად მადრიდის "რეალს" ასახელებენ.

"ეს არის დიდი კლუბი მდიდარი ტრადიციებით. არ ვიცი, მართალია თუ არა რასაც ამბობენ, მაგრამ თუ პრესის ინფორმაცია სიმართლეა, ღირს ამ ვარიანტის კარგად განხილვა. დღემდე არ მჯერა, რომ NBA-ში სეზონი შეიძლება არ დაიწყოს. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი თამაშის გარეშე. ამიტომაც, თუ ლოკაუტი გაგრძელდება, მომიწევს გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ნოვიცკიმ.

ასევე იტყობინებიან, რომ დირკმა შეიცვალა შეხედულება გერმანიაში კარიერის გაგრძელებაზე. ადრე დალასელი ამბობდა, რომ არ სურს სამშობლოში არც ერთი კლუბის განაწყენება, ამიტომაც სხვა ქვეყანაში ურჩევნია კარიერის გაგრძელება, მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოვიცკიმ, შესაძლოა, ევროლიგაში მოთამაშე "ბამბერგთან" გააფორმოს ერთწლიანი კონტრაქტი.

სერიოზული მიზნები აქვს თურქეთის "ბეშიქთაშს". ეს კლუბი არ კმაყოფილდება იმით, რომ მის რიგებში თამაშობს NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამათამაშებელი დერონ უილიამსი და ახლა, სხვა ვარსკვლავებს უმიზნებს.

ერთ-ერთია "ჩიკაგოსა" და ბრიტანეთის ნაკრების 26 წლის ფორვარდი ლუოლ დენგი. მოთამაშის დაზღვევა დაახლოებით 50 ათასი დოლარი ეღირება, სავარაუდო ხელფასი კი თვეში 150 ათასი დოლარი იქნება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ "ბეშიქთაში" მოლაპარაკებებს აწარმოებს NBA-ის გასული სეზონის საუკეთესო მომხსნელთან, "მინესოტას" მძიმე ფორვარდ კევინ ლავთან.

ახალგაზრდა თურქმა ცენტრმა ენეს კანტერმა ლოკაუტის პერიოდში, შესაძლოა, საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" ითამაშოს. შეგახსენებთ, 19 წლის კალათბურთელი წლევანდელ დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია "იუტა ჯაზმა".

"ოლიმპიაკოსს" პრობლემები აქვს მაღალ კალათბურთელებთან დაკავშირებით: მეტ ჰოვარდმა ტრავმა მიიღო, ლაზაროს პაპადოპულსი კი ყოველთვის ვერ არმევს თავს მწვრთნელის დავალებას.

კანტერმა კარგად წარმოაჩინა თავი წლევანდელ ევრობასკეტზე. ის თურქეთის ნაკრებში საშუალოდ 9,6 ქულასა და 3,6 მოხსნას აგროვებდა.

ცნობილი გახდა ერთი განხორციელებული ტრანსფერის შესახებ. ესპანეთის "კახა ლაბორალმა" კონტრაქტი გააფორმა გამთამაშებელ გორან დრაგიჩთან. ხელშეკრულება ერთწლიანია.

გასულ სეზონში 25 წლის სლოვენიელი "ჰიუსტონ როკეტსში" თამაშობდა და საშუალოდ მატჩში 6.8 ქულასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად