"სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" შთამბეჭდავი თამაში გაიმართა, რომელსაც ტრიბუნიდან თვით შეიხი მანსური ადევნებდა თვალს...

"სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" შთამბეჭდავი თამაში გაიმართა, რომელსაც ტრიბუნიდან თვით შეიხი მანსური ადევნებდა თვალს. უხაროდა შეიხს, გუნდმა გაუმართლა, თვით "ლივერპულს" მოუგო 3:0. და ვინ იყო ამ შეხვედრაში ისტლენდელთა საუკეთესო ფეხბურთელი? თუ გავიხსენებთ, რა ეწერა ბოლოს ტაბლოზე და თამაშსაც გადავავლებთ გონების თვალს, კარლოს ტევესი ყოფილა, თუმცა არც ადამ ჯონსონს უნდა დავაკლოთ ქება და დიდება. 23 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდელთა დაცვა და ნახევარდაცვა თავისი სწრაფი რეიდებით აიკლო.

ოღონდ, ჯონსონის მერე სიტყვამ აუცილებლად მეორე ფრთაზე მორბენალი ჯეიმს მილნერიც უნდა მოიტანოს, რადგან ეს კაცი ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ "ასტონ ვილაში" ბრწყინავდა - "ლივერპულთან" შეხვედრა მისთვის დებიუტი იყო "სიტის" შემადგენლობაში. ერთი სიტყვით, რობერტო მანჩინის ბიჭებმა ფლანგებიდან საუცხოოდ ითამაშეს და თავდამსხმელმაც იფრინა, თუმცა საუკეთესოებს არც სხვები ჩამორჩნენ.

და "ლივერპული"? სტუმრებს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა და ყველაზე მწვავედ მაშინ შეუტიეს, როცა 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ "სიტის" მეკარე ჯო ჰარტმა ერთ ეპიზოდში ორჯერ გამოამჟღავნა საოცარი რეაქცია - დავიდ ნ"გოგსა და ფერნანდო ტორესს არ გაატანინა.

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური

მანჩესტერ სიტი-ლივერპული 3:0

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, რიჩარდსი, კოლო ტურე, კომპანი, ლესკოტი, დე იონგი, ბერი, იაია ტურე (85. საბალეტა), ჯონსონი, მილნერი, ტევესი (85. ჟო).

ლივერპული: რეინა, ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აგერი, ჯერარდი, ლუკასი, კუიტი, იოვანოვიჩი (84. პაშეკუ), ნგოგი, ტორესი (78. ბაბელი).

გოლები: 1:0 ბერი (13), 2:0 ტევესი (52), 3:0 ტევესი (67-პენ)

გაფრთხილება: 1-1; კარში დარტყმა: 12-18 (3-5); ჯარიმა: 13-13; კუთხური: 5-4; თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 47 087

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 2 2 0 0 12-0 6

2. არსენალი 2 1 1 0 7-1 4

3. მანჩესტ. იუნ 2 1 1 0 5-2 4

4. მანჩესტ. სიტი 2 1 1 0 3-0 4

5. ბოლტონი 2 1 1 0 3-1 4

6. ბირმინგემი 2 1 1 0 4-3 4

7. ვულვზი 2 1 1 0 3-2 4

8. ტოტენჰემი 2 1 1 0 2-1 4

9. ნიუკასლი 2 1 0 1 6-3 3

10. ბლექბერნი 2 1 0 1 2-2 3

11. ბლექპული 2 1 0 1 4-6 3

12. ასტონ ვილა 2 1 0 1 3-6 3

13. ვესტ ბრომვიჩი 2 1 0 1 1-6 3

14. ფულჰემი 2 0 2 0 2-2 2

15. სანდერლენდი 2 0 1 1 2-3 1

16. ევერტონი 2 0 1 1 1-2 1

17. ლივერპული 2 0 1 1 1-4 1

18. სტოკი 2 0 0 2 2-4 0

19. ვესტ ჰემი 2 0 0 2 1-6 0

20. უიგანი 2 0 0 2 0-10 0

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო