მიუხედავად იმისა, რომ სოხუმელთა რიგებში შუა სეზონში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, გუნდი "აკრეფილ სიჩქარეს არ უკლებს"
ლევან ფაცაცია - 42, ვასილ ბერუაშვილი - 37, ლარი ბლერი - 29, კეიონ კარტერი - 27, ნიკიცა სლიუკა - 27. ესაა სუპერლიგის მეექვსე ტურის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელთა ხუთეული. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით სოხუმელი ფაცაცია 42-იან ნიშნულამდე ავიდა.

ასეთი მაჩვენებელი მიმდინარე სუპერლიგაში პირველად დაფიქსირდა. ასე რომ, ფაცაცია ორგზის რეკოდსმენია - მის ანგარიშზეა ყველაზე მეტი ქულა (40, მეხუთე ტურში, ბათუმში მიითვალა) და ყველაზე მაღალი მქკ (42).

ამიტომ, ჟურნალისტებს დიდი ბჭობა არ დაგვჭირვებია ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად. მით უმეტეს, რომ ფაცაციას "სოხუმმა" ერთი შეხედვით თანაბარი ძალის თსუ-ს 21 ქულის სხვაობით სძლია - 102:81.

ტურის მოულოდნელობა შეიძლება დავარქვათ შსს-ს ქუთაისში გამარჯვებას (რაზეც პარასკევს მოგითხრეთ), თუმცა ჩემპიონატის შსს-ელი დებიუტანტები ბლერი და სმიტი, იმდენად მაღალი კლასისანი გამოდგნენ, რომ ძალოვნები წრის მეორე ადგილზე დასრულების ("არმიას" შემდეგ) ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად იქცნენ.

ოლიმპი-სტუ 101:85

28:17, 27:20, 25:29, 21:19

ოლიმპი: სლიუკა (25ქ), გულისაბედაშვილი (18ქ), სიგუა (1ქ), მ. ბერიშვილი (18ქ, 10მ), მილუტინოვიჩი (11ქ), ლ. მინაშვილი, ნანიტაშვილი (2ქ), თავართქილაძე (7ქ), მუმლაძე (8ქ), ჰოგერი (11ქ, 10მ), სულაბერიძე.

სტუ: ვ. ბერუაშვილი (30ქ), ძიძიგური (6ქ), ხანიაშვილი (11ქ), ჩაჩიბაია (17ქ), კობიძე (8ქ), ტეტელაშვილი (4ქ), თევზაძე, ჭოხონელიძე, მაჩალაძე (2ქ), ჯავახიშვილი, დეკანოიძე, ანთაძე (7ქ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, მ. ანდღულაძე

კომისარი: მურმან ქურიძე.

ლაშა გამყრელიძის არყოფნის მიუხედავად (ერთი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული) "ოლიმპს" სტუ-სთან უპირატესობები მაინც ჰქონდა: გამოცდილება და სიმაღლე. მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა ორივე კარგად გამოიყენა. მისმა გუნდმა მოხსნებში 50:37 იმარჯვა, ბალკანეთის ქვეყნების ჩემპიონატებში გამოცდილმა ნიკიცა სლიუკამ კი 25 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელთა 101:85 გამარჯვება განაპირობა. ნიკიცას ანგარიშზე 8-დან 6 სამქულიანია.

სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შორეული ტყორცნების მიხედვით სტუ-მ "ოლიმპს" ვერ აჯობა: 12:13. ტექნიკოსებში ამ კომპონენტში ვასილ ბერუაშვილი გამოირჩა, რომელმაც 11-დან 7 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა. თუმცა ვასილი მხოლოდ შორეული სროლების რეალიზებით როდი იყო დაკავებული. მის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 6 ჩაჭრა, 3 დაფარებაა.

მოკლედ, ზურაბ ტომარაძის ახალგაზრდულმა სტუ-მ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

არმია-სამედიცინო 99:85

31:25, 16:23, 28:14, 24:23

არმია: გეინსი (16ქ), დიასი (19ქ), ბაბიაშვილი (8ქ), რიჩარდსონი (20ქ), ტომასი (13ქ, 12მ), ბოისა (5ქ), კვიმსაძე (2ქ), შელბომი (11ქ), საყვარელიძე (5ქ).

სამედიცინო: სამოილოვიჩი (11ქ), ტომარაძე (9ქ), ჭოჭუა (18ქ), პირველაშვილი (12ქ), ბექაური (8ქ, 10მ), ჩიკვილაძე (12ქ), ყველაშვილი (6ქ), აბაიშვილი, შვანგირაძე (9ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე, ს. საინერისი

კომისარი: მ. რატიშვილი

სტუ-ზე ნათქვამს აღარ გავიმეორებთ "სამედიცინოსთან" მიმართებაში, რომლის მწვრთნელმა ნუგზარ კანდელაკმა ახალგაზრდული გუნდი მოედანზე იმდენად მოტივირებული შეუშვა, რომ "არმიას" მაღალი დონის ლეგიონერებს "მეხუთე სიჩქარის" ჩართვა დასჭირდათ "მედიკოსთა" დასამარცხებლად.

როცა მოედანზე უილიამ ტომასი იყო სტუდენტები ფარქვეშ შესვლას ერიდებოდნენ და სამქულიანებში ეძებდნენ ხეირს. საბოლოოდ არმიელებზე ორით მეტი შორეული ტყორცნა გამოიყენეს (12), თუმცა ვერც ეს მაჩვენებელი გახდა გადამწყვეტი.

მატჩის ბომბარდირი ჯერემი რიჩარდსონი გახდა - 20 ქულა ჩააგდო, ორმაგი დუბლი მიითვალა უილიამ ტომასმა (13 ქულა, 12 მოხსნა), გილერმო დიასი კი სანდიატა გეინსის არყოფნაში გამთამაშებლობას კისრულობდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ კარგად ეხერხება სლალომი, ხოლო კატაპულტიდან ნასროლივით მაღალი ტრაექტორიის ტყორცნების უმეტესობამ მიზანს მიაღწია - 19 ქულა მოაგროვა.

მატჩის შემდეგ "არმიას" მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა აღნიშნა:

- როგორც ყოველთვის, საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა მატჩი საინტერესო სანახავი გამოვიდა. წინა მატჩის მოწინააღმდეგისგან განსხვავებით მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა. ასე რომ, ევროჩელენჯზე ჰოლანდიურ ლეიდენთან შეხვედრისთვის კარგი სპარინგი გამოგვივიდა.

დინამო-რუსთავი 101:84

28:27, 20:15, 21:24, 32:18

დინამო: ბაქრაძე (17ქ), მარხვაშვილი (21ქ), სანაძე (17ქ), კარტერი (18ქ, 18მ), სუხიშვილი (4ქ), ს. ლეჟავა (9ქ), კეიდია (7ქ, 9მ), ალხანაიძე (3ქ), როდუმტა (5ქ).

რუსთავი: არწივიძე (7ქ, 10პ), მაჭავარიანი (13ქ), თვარაძე (3ქ), ხმელიძე (21ქ, 8მ), გუგავა (2ქ), გ. არაბული (2ქ), გ. ბერუაშვილი, ბააკაშვილი (3ქ), ჩაჩანიძე (15ქ), ჯ. არაბული (3ქ), კოპალიანი (15ქ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ხ. გაბედავა, ი. ბერიშვილი

კომისარი: რ. ხომერიკი

მეხუთე ტურში "დინამომ" შსს-ს სძლია და აუტსაიდერის სტატუსი საბოლოოდ ჩამოიცილა. შესაბამისად, "რუსთავთან" თბილისურ მატჩში ფავორიტი სწორედ "დინამო" იყო. ეს საბოლოო ანგარიშმაც დაადასტურა - 101:84 დავით თორთლაძის გუნდის სასარგებლოდ.

თუმცა ანგარიშმა არ მოგატყუოთ - თბილისელებს ნამდვილად გაუჭირდათ. მათ მეოთხე პერიოდში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა (32:18), მანამდე კი ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდეც იშვიათად ადიოდა.

დიღმელებს გამთამაშებელი გიორგი მარხვაშვილი გაუძღვათ, რომელმაც 21 ქულას მოუყარა თავი. მოხსნებში "დინამომ" "რუსთავს" 45:32 რომ აჯობა, უმთავრესად ახალწვეული კეიონ კარტერის დამსახურებაა, რომელმაც 18-18 ქულა-მოხსნა მიითვალა. საოცარია, მაგრამ კეიონმა ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა 10 შეტევითი მოხსნა.

თსუ-სოხუმი 81:102

18:27, 13:27, 8:19, 42:29

თსუ: დ. ბერიშვილი (9ქ), ფანჩულიძე (6ქ), კოხრეიძე (6ქ, 8მ), მარკოიშვილი (2ქ), შერმადინი (7ქ), კორკოტაძე, ნინიაშვილი (21ქ, 8მ), ჩიტაშვილი (8ქ, 7პ), ხიზანიშვილი (4ქ), ზ. მაისურაძე (9ქ), ჩქარეული (9ქ).

სოხუმი: გაფრინდაშვილი (4ქ, 8პ), ფარღალავა (33ქ), ფაცაცია (29ქ, 17მ), კანკია, ათუაშვილი (4ქ), ბულიავა, როგავა (3ქ), ჩლაიძე (7ქ), სორდია (6ქ), ქადარია (10ქ), ჯანაშია (6ქ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე, მ. ანდღულაძე

კომისარი: რ. ხომერიკი

ტურის ბოლო შეხვედრაზე შესავალში მოგახსენეთ. ისიც გითხარით, რომ "სოხუმმა" თსუ 102:81 დაამარცხა, რაც წინასწარ ძნელი სავარაუდო იყო. თუნდაც იმიტომ, რომ სტუდენტებმა წინა ტურში "არმიას" ფიცხელი ბრძოლა გაუჩაღეს და გახმაურებულ მატჩში 71:73 დამარცხდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმელთა რიგებში შუა სეზონში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, გუნდი "აკრეფილ სიჩქარეს არ უკლებს" და თამაშს თამაშზე იგებს. ვაჟა კვარაცხელიას შეგირდთაგან თსუ-ს დამარცხებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ ორი კალათბურთელი მაინც გამოირჩა: ლაშა ფარღალავა (33 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა) და ლევან ფაცაცია (29 ქულა, 17 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა). ლევანმა 9-დან 5 ორქულიანი და 10-დან 6 სამიანი გამოიყენა, რასაც ერთი საჯარიმო წაუმატა.

მომდევნო ტურის ცენტრალურ მატჩში "სოხუმი" "ქუთაისს" უმასპინძლებს.

სატურნირო ცხრილი

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. სოხუმი 6 5 1 546/440 11

2. არმია 5 5 0 451/320 10

3. ქუთაისი 6 4 2 495/455 10

4. ოლიმპი 5 4 1 404/376 9

5. შსს 6 3 3 514/515 9

6. სამედიცინო 6 3 3 517/530 9

7. სტუ 5 3 2 443/431 8

8. დინამო 6 2 4 493/557 8

9. თსუ 5 1 4 369/401 6

10 . ბათუმი 5 0 5 355/431 5

11 . რუსთავი 5 0 5 362/493 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"