ფოთის "კოლხეთმა" ლანჩხუთში ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა
20.11.2011 ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 300 მაყურებელი

კოლხეთი-ბაია 0:0

კოლხეთი ბაია

4-4-1-1 4-2-3-1

ბობღიაშვილი სომხიშვილი

გ. კილასონია რიგვავა

ლომაშვილი ნ. შონია

ინწკირველი მგელაძე

მეგრელიშვილი აკობია

შავგულიძე ტყემალაძე

გოგონაია გუგუჩია

ცხადაია სიხარულია

გვალია წურწუმია

მდივნიშვილი ეხვაია

ციცხვაია ქვარცხავა

მწვრთნელი მწვრთნელი

დ. მახარაძე ე. ქომეთიანი

კოლხეთი

60. შავგულიძე - პ. დათუნაიშვილი

77. ცხადაია - ქებაძე

85. მდივნიშვილი - წიქარიშვილი

სათადარიგოები: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ლემონჯავა, გულუა

ბაია

69. წურწუმია - სამუშია

85. სიხარულია - კუკავა

87. გუგუჩია - ენდელაძე

სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, ვეკუა, ფარჯიკია

გაფრთხილება: გოგონაია (25), გუგუჩია (25), მეგრელიშვილი (82), ინწკირველი (86).

არბიტრი: გ. დოგრაშვილი (ქუთაისი)

ლანჩხუთმა ამ სეზონში უკვე მეორედ უმასპინძლა მეგრულ დერბის. პირველში "კოლხეთმა" მარტვილელებთან წააგო. მართალია, ამჯერად "ბიასთან" არ დამარცხებულა, მაგრამ შედეგს "მასპინძელთათვის" სასურველი ნამდვილად არ ეთქმის - მოგებით ხომ ფოთელები მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვდებოდნენ და, მართალია, ფინიშამდე ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ მათთვის ყოველი ქულა ძალიან ძვირფასია და მოგება ფსიქოლოგიურადაც წაადგებოდათ.

სამაგიეროდ, ზუგდიდელთათვის პოტენციურ კონკურენტთან "გასვლაზე" აღებული ქულა დამაკმაყოფილი შედეგი უნდა იყოს. "ბაიამ" ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზედა 8 გუნდში მოსახვედრად, სადაც თითქმის განაღდებული აქვს ადგილი მის თანაკუთხელ "მერანს". ფოთელებს კი ამის გაკეთება გაუჭირდებათ - ამ სეზონში მათი ორივე თანაკუთხელი უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და ქულებსაც უფრო იოლად უყრიან თავს.

მართალია, სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში გუნდებმა ფიცხლად იბრძოლეს - მათ მონდომება არ დაუკლიათ, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა ნამდვილად არ იყო სასურველი დონის - ამაში "წვლილი" მინდვრის საფარმაც შეიტანა.

"მასპინძლების" მცირეოდენი უპირატესობა, მათ მიერვე შექმნილი ორიოდე სახიფათო მომენტი და კოლხთა მცველის მიერ ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი - ეს "ყველაფერი" პირველმა ტაიმმა "დაიტია".

არც მეორე ნახევარი იყო საგოლე მომენტებით დატვირთული - "კოლხეთი" უფრო ცდილობდა გატანას, მაგრამ სტუმრებს აქცენტი დაცვაზე ჰქონდათ გადატანილი და ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდათ. მათ მხოლოდ ორჯერ "გაეპარნენ" კოლხები, თუმცა ფოთელმა ფორვარდებმა ხელსაყრელი მომენტები ქარს გაატანეს.

რა თქმა უნდა, "ბაიაც" "იჩხვლიტებოდა" კონტრშეტევებით, რომელთაგან გამორჩეული ბოლო წუთებში იყო - კოლხთა ბედად ლექსო ინწკირველმა მეტოქის შეჩერება მაშინ მოახერხა, როცა ფორვარდის დაცემა უკანასკნელი იმედის ჯარიმად არ შეფასდებოდა და მიღებული ყვითელი ბარათით გუნდს ქულა გადაურჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად