"ვეტერინართა" დამარცხების შემდეგ "მერანმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა ზედა ეშელონში დასამკვიდრებლად
20.11. მარტვილი.ცენტრალური.1500 მაყურებელი

მერანი-ვიტ ჯორჯია 3:0

1:0 ტაპე (40.სუხიაშვილის პასით), 2:0 მანწკავა (43), 3:0 მანწკავა (53. ამბროლაძის პასით)

მერანი ვიტ ჯორჯია

4-4-2 4-2-3-1

შეროზია ძაძამია

კაკუშაძე ხურცილავა

ჟვანია გოგიაშვილი

შალიკაშვილი ადამაძე

სუხიაშვილი ღანიაშვილი

დიდავა გიორგი გურეშიძე

ე. გრიგალაშვილი ვასაძე

მანწკავა კორიფაძე

ჩალაძე გურამ გურეშიძე

ამბროლაძე ზაქრაძე

ტაპე ჩიმაკაძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ა. ჩხაბერიძე ზ. ბერიძე

მერანი

61.ამბროლაძე-სამადაშვილი

65.ტაპე-კუჭუხიძე

79.ე.გრიგალაშვილი-წოწორია

სათადარიგოები: ჭაფოძე,ქამუშაძე,იატრო, შენგელია

ვიტ ჯორჯია

46.ზაქრაძე-სიხარულიძე

60.კორიფაძე-ვაშაკიძე

68.ვასაძე-მაისაშვილი

სათადარიგოები: რეჭია, კასრაძე, გეთიაშვილი, ჯუღელი

გაფრთხილება: ღანიაშვილი (85)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

მარტვილელებმა წლეულს უკვე ბევრჯერ გაგვაკვირვეს და "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო დაპირისპირებაშიც ისინი იყვნენ ფავორიტები. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამჯერადაც ლაღი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს.

მასპინძლები დასაწყისშივე დაემუქრნენ ვიტელთა კარს: ჯერ მანწკავას დიაგონალური გადაცემის შემდეგ შეეძლო ლაშა ჩალაძეს გატანა, თუმცა საჯარიმოში მოულოდნელად წაიქცა, შემდეგ კი ამბროლაძე გასცდა რამდენიმე მცველს, ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და მერანელები კუთხურს დასჯერდნენ.

მე-13 წუთზე გრიგალაშვილს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. საპასუხოდ ვიტელებმაც შექმნეს მომენტები, მაგრამ რევაზ ღანიაშვილისა და გურამ ადამაძის (თავური) დარტყმები უზუსტო გამოდგა.

შემდეგ ისევ მარტვილელთა ჯერი დადგა და ტაიმის ბოლოს იხეირეს კიდეც: მოედნის ცენტრის სიახლოვიდან ელგუჯა გრიგალაშვილმა მარცხენა ფრთაზე მოძრავ ანზორ სუხიაშვილს გადააწოდა, მან კი გამჭოლი გადაცემით მოძებნა ტაპე, რომელმაც შანსი არ დაუტოვა ძაძამიას - 1:0. გაშვებულმა გოლმა ახალგაზრდა ვიტჯორჯიელები დააბნია, მარტვილელებმა კი თამაშის სადავეები სრულად იგდეს ხელთ და 43-ე წუთზე მათი შეტევა გოლით დასრულდა: ძალზე აქტიური დუეტის, გრიგალაშვილ-მანწკავას კომბინაცია უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ნარიკოშეტალმა ბურთმა კი ბადე მეორედ შეარხია - 2:0.

მეორე ტაიმში სტუმრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ აშკარად აკლდათ კლასი. ახალშემოსული ირაკლი სიხარულიძე საკმაოდაც აქტიურობდა, თუმცა რეალური ხიფათის შექმნა ვერც მან მოახერხა.

53-ე წუთზე კი გიგა ამბროლაძემ ჩინებული პასით მოძებნა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფი გიორგი მანწკავა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად, ძლიერად დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:0. აუცილებლად სათქმელია, რომ მანწკავას მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან გატანილი ეს ბურთი ტურში და ჩემპიონატში აქამდე გატანილთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა.

ამ გამარჯვებით "მერანმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა ზედა ეშელონში დასამკვიდრებლად. სხვათა შორის, მარტვილელები შინ კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობენ, 7 მატჩიდან 6 მოიგეს, "დილასთან" კი ფრედ ითამაშეს.

მატჩის შემდეგ

მალხაზ ჟვანია (მერანი): დღევანდელი მატჩი ჩვენი კარნახით წარიმართა და სავსებით ლოგიკურად გავიმარჯვეთ. ჩემი აზრით, გუნდი თანდათან ამტკიცებს თავის რეალურ ძალას, ბიჭები იბრძვიან, ბოლომდე იხარჯებიან და შედეგიც მოდის.

ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია): მინდა, მივულოცო "მერანს" გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ვფიქრობ, პირველი ტაიმი, ორბურთიანი სხვაობით წაგების მიუხედავად, ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...