"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ამბობს, რომ თავისი საყვარელი გუნდის შემადგენლობაში ნებისმიერ პოზიციაზე სიამოვნებით ითამაშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი, 26 წლის უეინ რუნი ამბობს, რომ თავისი საყვარელი გუნდის შემადგენლობაში ნებისმიერ პოზიციაზე სიამოვნებით ითამაშებს.

მარჯვენა მცველის პოზიციის გარდა. ვინც ბოლო დროს ინგლისის ჩემპიონთა თამაშს თვალს ადევნებს, მიაქცევდა ყურადღებას, რომ სერ ალექს ფერგიუსონი რუნის მისთვის ჩვეულ საქმეს აღარ აკეთებინებს. ნაცვლად იმისა, რომ თავდასხმაში იტრიალოს და გოლების გატანაზე იზრუნოს, ვარსკვლავი ნახევარდაცვის შუაშია დაწეული და მოედნის მთელ სიგრძეზე წინ და უკან დარბის. ჩვეულებრივ, როლის გამოცვლას ფეხბურთელები აპროტესტებენ, თუმცა რუნი მოვლენებს სხვანაირად უყურებს:

"ძალიანაც მომწონს ახალი პოზიცია. ჩემთვის სულერთია სად ვითამაშებ. იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო, მოედანზე უნდა ვიყო, იქ კი, რაც გუნდისთვის იქნება საჭირო, იმას გავაკეთებ. თუმცა, არა... მარჯვენა მცველობას ვერ შევძლებ. აი, ნახევარდაცვაში კი რამდენიც გენებოთ. როდესაც მოედნის შუაში ხარ, ბურთს დიდხანს ფლობ და თამაშზეც მეტი გავლენა გაქვს".

რუნის პრემიერლიგაში უკვე ორი თვეა გოლი არ გაუტანია. ახლა, როდესაც ნახევარმცველი გახდა, გოლების გატანა მისი უმთავრესი ამოცანა აღარც არის, თუმცა შაბათს, სუონსიში რამდენჯერმე შორიდან დარტყმით სცადა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. შეგახსენებთ, რომ სუონსიში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1:0 მოიგო. როდესაც უგოლო პერიოდზე ჰკითხეს, რუნიმ უპასუხა:

"პირადად ჩემს გოლებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გუნდია. ჩვენ ერთად გიბრძვით, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. მთავარია "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიმარჯვოს და თუ იმ შეხვედრაში გოლს ვერ გავიტან, ამით არაფერი დაშავდება".

"სუონსის" კარში "იუნაიტედის" ერთადერთი გოლი 23 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა იმავე ჩიჩარიტომ გაიტანა. რუნიმ თქვა:

"მას გოლების გატანა ეხერხება. ჩიჩარიტო სწორ პოზიციას იკავებს და, როგორც კი ბურთს აწვდიან, გოლი გააქვს. ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მოედანზე ბრძენივით გადაადგილდება და უპირატესობასაც ამის წყალობით ეუფლება. მას ყოველთვის შეუძლია მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი სივცე გამონახოს".

თორმეტი ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. ის ჯერ კიდევ 5 ქულით ჩამორჩება "ხმაურიან თანაქალაქელს" თუმცა ამაზე რუნის თავისი შეხედულება აქვს:

"შეგახსენებთ, რომ შარშან ამ დროს "ჩელსი" შთამბეჭდავად ლიდერობდა, თამაშს თამაშზე იგებდა და ყველას უკვე ჩემპიონი ეგონა, მაგრამ საბოლოოდ ტიტული ჩვენ მოვიპოვეთ. ასე რომ, მთავარია, არ მოვეშვათ და "მანჩესტერ სიტისთვის" ძირის გამოთხრა ბოლომდე გავაგრძელოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის