"არსენალის" თავკაცმა თქვა, ჩემი ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში იმდენს მოახერხებენ, რომ "ემირეით სთედიუმის" დატოვება არ მომიხდებაო
"არსენალის" თავკაცმა, არსენ ვენგერმა თქვა, ჩემი ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში იმდენს მოახერხებენ, რომ "ემირეით სთედიუმის" დატოვება არ მომიხდებაო.

ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ შაბათიდან დაიწყო, როდესაც ფრანგმა სპეციალისმა განაცხადა, თუ ვერ ვივარგებთ, სეზონის ბოლოს სამსახურიდან წასვლაზე დავფიქრდებიო. თუმცა, იმ საღამოს "მეთოფეებმა" ნორვიჩში 2:1 გაიმარჯვეს და მწვრთნელის ინტონაცია შეიცვალა. დღის ბოლოს მან უკვე თქვა, რომ რწმენით არის აღსავსე და იმედოვნებს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული წლებიდან კიდევ ორს მაინც გაატარებს ჩრდილოეთ ლონდონში.

"კლუბისთვის თავდადებული რომ ვარ, ამ სეზონის ბოლოს ერთხელაც დაგიმტკიცებთ - ბრძანა 62 წლის პედაგოგმა, რომელმაც თავისი ცხოვრების ბოლო 15 წელიწადი "არსენალს" მიუძღვნა - ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ბოლო დროს შევიძინეთ. მათ ჩვენს გუნდში საუცხოო სულისკვეთება შემოიტანეს. ვხედავ, რომ "არსენალი" კვლავ ძლიერთა რიგებს დაუბრუნდა და მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშს".

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ვენგერმა ზაფხულში ორი წამყვანი ფეხბურთელი, სამირ ნასრი და სესკ ფაბრეგასი დაკარგა, თუმცა "მეთოფეთა" თავკაცი ხედავს, რომ ახალწვეულების ოსტატობისა და დაჟინების წყალობით გუნდს პრემიერლიგაშიც შეუძლია მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა და არც ჩემპიონთა ლიგაში ჩამოყრის ყურებს.

"ჩვენ ყველას, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ შორს შეგვიძლია წასვლა. რა მოხდება წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მიზნად სწორედ ეს გვაქვს დასახული. პლიუსების და მინუსების გამოსაკვეთად ჯერ მაინც დრო არის საჭირო. ამიტომაც, არ ვჩქარობ, არაფერს ვიქადნები და მოთმინებით ველოდები სეზონის ბოლოს, როდესაც გამოჩნდება სად ვიქნებით. იმედით აღსავსე კი გახლავართ, მაგრამ ნამდვილ დიდ წარმატებას როდის მივაღწევთ, ამწუთას ვერ გეტყვით.

ერთი სიტყვით, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გამოჩნდება. ჩემი ოპტიმიზმი კი ფეხბურთელების განწყობას ემყარება. ვხედავ, რომ გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა უნდა".

შაბათს, "ნორვიჩთან" "არსენალმა" დიდებულად ითამაშა. საუცხოო იყო 28 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, რომელმაც 2011 წელს თავისი 30-ე და 31-ე გოლები გაიტანა, მაგრამ გერმანელ პერ მერტეზაკერს დაცვაში კვლავ უჭირს. ამის დასტური იყო "მეთოფეთა" კარში სტივ მორისონის მიერ გატანილი. ამ ეპიზოდში ნორვიჩელმა 27 წლის არსენალელი უბრალოდ დაჯაბნა.

ვენგერს მიაჩნია, რომ მერტეზაკერს მაინც დრო სჭირდება. როგორც ჩანს ფეხბურთელი ახალ გარემოს მძიმედ ეგუება, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა აიხსნას ის, რომ გარმანელმა, ამასწინათ, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, ჰოლანდიელებთან შეხვედრაში საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი?

"ნაკრებიდან დაბრუნებული მერტეზაკერი დაღლილი იყო და ძალების აღდგენა ვერ მოასწრო - განმარტა "არსენალის" შეფმა - გარდა ამისა, ინგლისში თამაშს სხვანაირი შეგუება სჭირდება. აქ, მცველს ყოველ წუთას გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. პრემიერლიგაში შეღავათიანი თამაშები არ არსებობს, ამას კი გაძლება სჭირდება. გახსოვთ, როგორი იყო ლორან კოშელნი აქ რომ ჩამოვიდა და როგორია ის დღეს?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა