სერია A. XII ტურის შეჯამება: "ნაპოლი"-"ლაციოს" პაექრობაში სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ
ტურის სიმბოლური ნაკრები

მარკეტი (ლაციო) - აბატე (მილანი), გრანკვისტი (ჯენოა), ლუკარელი (პარმა), ტადეი (რომა) - მარკიზიო (იუვენტუსი), პაროლო (ჩეზენა) - ბიაბიანი (პარმა), ალვარესი (ინტერი), ჯოვინკო (პარმა) - დენისი (ატალანტა).

ტურის სიმბოლური ნაკრები 4-2-3-1 ტაქტიკით განვალაგეთ, რადგან გასულ ტურში უფრო შემტევმა ნახევარმცველებმა გამოიჩინეს თავი, ვიდრე ფორვარდებმა. ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი, რომელმაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა, ხერმან დენისი გახლდათ, რომელსაც უკნიდან ჯონათან ბიაბიანი, რიკი ალვარესი და სებასტიან ჯოვინკო ამოვუყენეთ. ემილიელებმა თითო გოლი გაუტანეს "უდინეზეს" და განაპირობეს კიდეც მათი გუნდის გამარჯვება, რიკიმ კი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა იტალიურ კარიერაში და თუ ასე გააგრძელა, ნამდვილად დაიმკვიდრებს ადგილს "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა კლაუდიო მარკიზიო, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "იუვენტუსისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მის მხარდამხარ მარკო პაროლოს ვხედავთ, რომლის გოლმაც "ჩეზენას" პირველი გამარჯვება მოუტანა მიმდინარე სეზონში. მცველებიდან როდრიგო ტადეი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც "ლეჩესთან" პაექრობაში მისთვის უჩვეულო მარცხენა ფრთაზე ასპარეზობდა და თავი საუცხოოდ წარმოაჩინა. კარში ფედერიკო მარკეტი დგას და თუ რატომ ის და არა სხვა, ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ...

ტურის გმირი

მიუხედავად იმისა, რომ გასულ უქმეებამდე "ლაციოს" წაუგებელი მატჩების სერია რვა შეხვედრას შეადგენდა, "სტადიო სან პაოლოზე" გასამართ პაექრობაში ფავორიტად მაინც "ნაპოლი" იყო მიჩნეული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სამხრეთელებს ზოგადად კარგი დროება უდგათ, განსაკუთრებით ძლიერნი კი ტრადიციულად საკუთარ არენაზე არიან, სადაც სტაბილურად 45 000-ზე მეტი გულშემატკივარი იყრის თავს.

მოლოდინი გაამართლა, "ნაპოლი"-"ლაციოს" პაექრობაში სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ უამრავი მწვავე მომენტის მიუხედავად, სტუმართა კარის აღება ვერ შეძლეს. ამაში უპირველესი "დამნაშავე" "ლაციოს" კიპერი ფედერიკო მარკეტი გახლდათ, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე სეივი გააკეთა და მთლიანობაში, შესანიშნავად გაისარჯა. რომაული გუნდის თავკაცის, ედუარდო რეიას მატჩისშემდგომი კომენტარი გუშინდელ ნომერში გაგაცანით, აქ კი იმ ნაწილს გავიხსენებთ, სადაც ფედერიკოზე საუბრობს:

"რა მეთქმის, იმედი მაქვს, ჩეზარე პრანდელიმ ამ თამაშს უყურა და ნახა, როგორ ითამაშა მარკეტიმ. ჩემი აზრით, ეს ბიჭი იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას".

ტურის ფრაზა

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): "რა არ გვეყო გასამარჯვებლად? - რა და თავდაბლობა. დიახ, როდესაც მოედანზე ცხვირაწეული გადიხარ, აუცილებლად დაისჯები და დღეს ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ. "პარმას" ფეხბურთელებმა ინდივიდუალური ოსტატობით და საქმისადმი სწორი მიდგომით გვაჯობეს, თუ ასე გავაგრძელებთ, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ".

გლობალური სტატისტიკა

საუკეთესო დასწრება:

X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:

II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:

მილანი-კატანია 4:0 (XI ტური).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:

ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:

პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).

სერიები

მოგება: იუვენტუსი - 3 თამაში

წაგება: კალიარი - 3

წაუგებლად: იუვენტუსი - 10

მოუგებლად: ნოვარა - 8

გუნდური სტატისტიკა

საუკეთესო თავდასხმა: 23 გოლი - მილანი; 18 - იუვენტუსი; 16 - ლაციო.

საუკეთესო დაცვა: 6 გაშვებული - უდინეზე; 7 - იუვენტუსი, ნაპოლი.

უარესი თავდასხმა: 4 გოლი - ჩეზენა; 9 - ლეჩე, ბოლონია.

უარესი დაცვა: 20 გაშვებული - ნოვარა; 18 - პარმა, ლეჩე, კატანია.

ზუსტი გადაცემები: 6038 - მილანი; 5658 - რომა; 5271 - იუვენტუსი.

კარის მიმართულებით დარტყმები: 186 - რომა; 175 - მილანი; 163 - კატანია.

კარში დარტმები: 66 - მილანი; 60 - იუვენტუსი; 57 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები:

9 - დენისი (ატალანტა); 8 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - ჯოვინკო (პარმა); 6 - კლოზე (ლაციო).

ასისტენტები:

7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 4 - ჯიბრილ სისე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), გასტონ რამირესი (ბოლონია), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა).

ზუსტი პასები

794 - დანიელე დე როსი (რომა); 793 - ანდრეა პირლო (მილანი); 735 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 665 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 663 - მიგელ ველოზო (ჯენოა).

კარის მიმართულებით დარტყმები

52 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 49 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 43 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 36 - ჯიბრილ სისე (ლაციო); 34 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).

კარში დარტყმები

22 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 16 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 14 - ხერმან დენისი (ატალანტა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 13 - პაბლო ოსვალდო (რომა), ალესანდრო მატრი (იუვენტუსი).

ჯარიმები

34 - ნენე (კალიარი); 32 - ჯამპაოლო პაცინი (ინტერი); 31 - სტეფანო მორონე (პარმა); 30 - ჯამპიერო პინცი (უდინეზე), ხერმან დენისი (ატალანტა), რაჯა ნაინგოლანი (კალიარი), ხუან კუადრადო (ლეჩე).

ციფრები და ფაქტები

- "იუვენტუსმა" ჩემპიონატის პირველი 10 შეხვედრა მარცხის გარეშე ჩაატარა, ასეთი რამ ბოლოს 2003/2004 წლების სეზონში მოხდა;

- "იუვენტუსს" "პალერმოსთან" მიჯრით 4 შეხვედრა ჰქონდა წაგებული და განვლილ უქმეებზე ნავსი გატეხა;

- "იუვენტუსის" ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ 50-ე გოლი გაიტანა სერია A-ში, მის ანგარიშზე 151 შეხვედრაა;

- "პალერმოს" უკვე 581 წუთია გასვლაზე გოლი არ გაუტანია;

- "ფიორენტინას" "მილანი" 2005 წლის შემდეგ აღარ დაუმარცხებია, 4 ფრე და 8 წაგება;

- ალეშანდრე პატომ ტრადიცია დაარღვია და "ფიორენტინას" კარში გოლის გატანა ვერ შეძლო. აქამდე, ბრაზილიელი ხუთჯერ ეთამაშა ფლორენციულ გუნდს და თითოეულ პაექრობაში გოლით გამოირჩა;

- "ლაციომ" წაუგებელ მატჩთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა;

- მიმდინარე ჩემპიონატში, მხოლოდ მეორეჯერ მოხდა, რომ "ინტერმა" თამაშში ერთზე მეტი გოლი გაიტანა;

- "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მე-200 გამარჯვება მოიპოვა იტალიურ კარიერაში;

- "ბოლონიას" კაპიტანმა მარკო დი ვაიომ მე-500 შეხვედრა ჩაატარა იტალიურ კარიერაში;

- "ჩეზენამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში;

- "ჩეზენამ" პირველი გოლი გაიტანა გასვლით პაექრობებში, შედეგიანი დარტყმის ავტორი კი ნახევარმცველი მარკო პაროლოა;

- "პარმა" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც ფრედ არ დაუმთავრებია შეხვედრა;

- "პარმას" მცველმა კრიასტიან ძაკარდომ მე-300 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;

- მირალენ პიანიჩმა და ფერნანდო გაგომ პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

- ხერმან დენისმა გოლების სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია სეზონის მასშტაბით, მის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 10 6 4 0 18-7 22

2. ლაციო 11 6 4 1 16-8 22

3. მილანი 11 6 3 2 23-14 21

4. უდინეზე 11 6 3 2 13-6 21

5. რომა 11 5 2 4 15-12 17

6. პალერმო 11 5 1 5 14-15 16

7. ნაპოლი 10 4 3 3 13-7 15

8. ჯენოა 10 4 3 3 14-12 15

9. კიევო 11 4 3 4 10-12 15

10. პარმა 11 5 0 6 14-18 15

11. სიენა 11 3 5 3 14-10 14

12. კატანია 11 3 5 3 13-18 14

13. ატალანტა 11 5 4 2 15-14 13

14. ფიორენტინა 11 3 4 4 10-9 13

15. კალიარი 11 3 4 4 10-12 13

16. ინტერი 10 3 2 5 13-17 11

17. ბოლონია 11 3 1 7 9-17 10

18. ლეჩე 11 2 2 7 9-18 8

19. ნოვარა 11 1 4 6 12-20 7

20. ჩეზენა 11 1 3 7 4-13 6

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური

25 ნოემბერი: უდინეზე-რომა; 26 ნოემბერი: ნოვარა-პარმა, ლეჩე-კატანია, ლაციო-იუვენტუსი; 27 ნოემბერი: პალერმო-ფიორენტინა, სიენა-ინტერი, ატალანტა-ნაპოლი, კალიარი-ბოლონია, ჩეზენა-ჯენოა, მილანი-კიევო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს