"აიაქსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სტივენ ტენ ჰავემ ამსტერდამული კლუბის ყოფილ ვარსკვლავს იოჰან კრუიფს სერიოზული ბრალი წაუყენა
"აიაქსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სტივენ ტენ ჰავემ ამსტერდამული კლუბის ყოფილ ვარსკვლავს იოჰან კრუიფს სერიოზული ბრალი წაუყენა.

მისი თქმით, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საბჭოს მეორე წევრი ედგარ დავიდსი ერთ-ერთ სხდომაზე რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყო.

"ხანდახან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ყოველგვარ ზღვარს გადადიან. დიახ, ვადასტურებ, ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ნამდვილად მოხდა მსგავსი რამ. ერთმანეთისადმი ადამიანების მსგავსი დამოკიდებულებით მე უბრალოდ შოკირებული დავრჩი". სტივენ ტენ ჰავე ჰოლანდიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ინტელექტუალად მიიჩნევა, მას ფსიქოლო¬გ¬ის, იურისტისა და ბიზნესის მართვის სფეროში აქვს უმაღლესი პროფესიული განათლება. "აიაქსში" ის ბანკმა "აბნ ამრომ" დანიშნა თავის წარმომადგენლად.

კრუიფის მძიმე ხასიათის შესახებ ლამის მთელმა სამყარომ იცის. ის ხშირად იოლად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. მსგავსი კონფლიქტების შემდეგ ის რამდენჯერმე უკვე დაიმუქრა, კლუბს სამუდამოდ დავტოვებო. ახლა მას კიდევ ერთი საფუძველი მიეცა გასაბრაზებლად.

მართალია, თავდაპირველად დაიწერა, ლუის ვან გაალის კლუბში დაბრუნების იდეა, ვისთანაც ყველაზე დიდ "მფრინავ ჰოლანდიელს" აუტანელი ურთიერთობა აქვს, იოჰანს ეკუთვნისო, მაგრამ რონალდ დე ბურმა, ვინც ამჟამად "აიაქსის" აკადემიის მწვრთნელად მუშაობს, ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მეტიც, განაცხადა, ვან გაალის დაბრუნება კლუბში კრუიფისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემას ნიშნავსო. კულუარებში ისიც დაიწერა, ვან გაალის კლუბში მოსვლამ არც ვინ იონკი და დენის ბერგკამპი გაახარაო.

ახლა კი ამსტერდამული კლუბის ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ და მიმდინარე პრობლემები განვიხილოთ. დედაქალაქელებმა ჩემპიონთა ლიგაში "ლიონთან" გადამწყვეტი დაპირისპირების წინ მორიგი ფეხბურთელები დაკარგეს. ლაპარაკია ცენტრალურ ფორვარდ დმიტრი ბულიკინსა და განაპირა თავდამსხმელ დერკ ბურიხტერზე. ამათ გარდა რა ხანია, რაც ლაზარეთში არიან სიმ დე იონგი და კოლბეინ სიტგორსონი.

შეიძლება ითქვას, რომ კლუბის შემტევი პოტენციალი პრაქტიკულად განახევრებულია. რამდენად ღრმა რეზერვი აქვს ამსტერდამულ კლუბს, ამას უკვე ვხედავთ - საკადრო პრობლემების წყალობით ფრანკ დე ბურის გუნდი მძიმე კრიზისში ჩაეფლო. აი, რა განუცხადა წამყვანი თავდამსხმელის ტრავმაზე გუნდის თავკაცმა "დე ტელეგრააფს": "ბულიკინის შეცვლა ტრავმით იყო გამოწვეული.

მას ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე დმიტრი შეცვლას მოითხოვდა, შევამჩნიე, რომ ის ფეხს იტკიებდა და გადაადგილებისას აშკარა დისკომფორტს განიცდიდა. შეუძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობით გაგვერისკა და სწორედ ამიტომ შევცვალეთ კიდეც. იქამდე ვიდრე მისი სამედიცინო ტესტის პასუხი არ გვეცოდინება, შეკითხვებზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ერთი რამე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, სიტუაცია სულაც არ არის იოლი".

აქვე გეტყვით, რომ ესპანური პრესის ცნობით, ლა ლიგის წამყვანი კლუბები "აიაქსის" 19 წლის დანიელი მარცხენა მცველის ნიკოლას ბოილესენის შეძენით არიან დაინტერესებულები. მათ შორის არიან მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა". ანალოგიურ ინფორმაციას არცელებს იტალიური მასმედიაც - ისინი უნიჭიერეს ფეხბურთელს "იუვენტუსში" გადასვლას უწინასწარმატყველებენ, ინგლისელები კი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაინტერესებაზე წერენ. "აიაქსი" კი სეზონის ბოლომდე მასთან გამოთხოვებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს