ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გრადუსი მატულობს

გრადუსი მატულობს

ლიგა 1. XIV ტური. გამოხმაურება: "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატში წელს მეორე მატჩი წააგო, თანაც ორივე შინ
საფრანგეთის ჩემპიონატის XIV ტური მეტად საინტერესო გამოდგა - დამარცხდნენ დიდი ხნის წაუგებელი "მარსელი" და "პარი სენ-ჟერმენი", წაიფორხილეს სხვა ფავორიტებმაც (ლიონმა, ლილმა), უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა კი საშინაო შეხვედრებში იმარჯვეს.

ცხრილში სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ მოხდა მთავარი, პსჟ პირველ ადგილზე ამიერიდან მხოლოდ იმიტომ არის, რომ "მონპელიესთან" შედარებით ბურთების სხვაობა +1 აქვს.

ტურის ფაქტები

"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატში წელს მეორე მატჩი წააგო, თანაც ორივე შინ. გასვლაზე მისი ძლევა ჯერ ვერავინ მოახერხა. არადა, "ნანსის" იქამდე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული. დედაქალაქელები კი 6-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერიით ამაყობდნენ.

მატჩის შემდეგ "ლურჯ-წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ანტუან კომბუარემ განაცხადა, რომ მის გუნდს არაფერი კატასტროფული არ მოსვლია, ეს წაგება ჩვენთვის კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი იქნებაო: "იმედგაცრუებული ვარ. სამი ქულის მოსაპოვებლად მეტოქის საჯარიმოსთან აგრესიული ქმედებები არ გვეყო. "ნანსის" მცველები როგორღაც ახერხებდნენ და ყოველ მომენტში ჩვენს თავდამსხმელებზე უფრო სწრაფად მოქმედებდნენ. დაცვაში ამ გუნდის გარჯა ძალიან მომეწონა. გაგვიტანეს და ამის შემდეგ უფრო თავდაჯერებულები ამოქმედნენ. ყველაფრის მიუხედავად კატასტროფული არაფერი მომხდარა. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ადგილზე ვართ. მომდევნო ტურში "მარსელის" წინააღმდეგ დიდი გამოცდა გველის".

ჟურნალისტებმა ლეონარდოსთან დაკავშირებაც მოახერხეს. პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა: "შეიძლება ბიჭებზე იმან იქონია ცუდი გავლენა, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს კარლო ანჩელოტისთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. ეს არ არის მართალი მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ყველა წერს, ვისაც არ ეზარება. ანტუან კომბუარე გუნდის ხელმძღვანელობის 100%-იანი ნდობით სარგებლობს.

გვესმის, რომ გუნდის მშენებლობა სულ რაღაც 4 თვის წინ დავიწყეთ და ამ ეტაპზე ეს პროცესი ვერ დასრულდებოდა. ამ პერიოდში ისედაც ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. "ნანსისთან" დამარცხება ჩვენს გეგმებში ცვლილებებს ვერ შეიტანს. კომბუარე რჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად. იმედია, გუნდი ამ გაკვეთილს კარგად გაანალიზებს და "მარსელთან" სულ სხვაგვარ ფეხბურთს შემოგვთავაზებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს უკვე სხვა რანგის თამაშია".

და ამ ყველაფერზე ლაპარაკი, პრაქტიკულად თავის მართლება, "პარი სენ-ჟერმენის" ბოსებს უწევთ არამხოლოდ უბრალო აუტსაიდერთან წაგების შემდეგ - "ნანსი" ეს არის გუნდი, რომელიც ამჟამად უმძიმეს პრობლემებს განიცდის. ხელმძღვანელობას ქრონიკულად არ აქვს ფული. მაღალი კლასის მოთამაშე გუნდს თითქმის აღარ შერჩა და არც იმის იმედი არსებობს, რომ უახლოეს მომავალში რამე გამოსწორდება.

სტატისტიკოსები ერთ საინტერესო ფაქტს დააკვირდნენ - მიმდინარე სეზონში "მარსელს" ცხრილის ზედა ნაწილის წარმომადგენლებთან ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ჯერ ერთიც არ მოუგია. "მონპელიესთან" წაგებული მატჩის (1:0) შემდეგ დიდიე დეშამმა განაცხადა: "ეს ურთულესი შეხვედრა იყო.

პირველ ტაიმში ბრძოლა და აგრესია უფრო მეტი იყო, ვიდრე სახიფათო დარტყმა კარის მიმართულებით. ჩვენს კარში გაშვებულ ბურთზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ ის ნამდვილად შემთხვევით გავიდა. გამოღვიძება მხოლოდ მეორე ნახევარში მოვახერხეთ, უფრო ზუსტად ბოლო ნახევარ საათში, მაგრამ დრო აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. ჩვენთვის ეს მარცხი სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად ვიყავით განწყობილები. პრობლემები გვექმნება შეტევის ხაზში იმის მიუხედავად იმისა, რომ ამ ამპლუის ფეხბურთელები ნამდვილად არ გვაკლია. ისე გამოდის, რომ ცხოვრებას თავად ვირთულებთ".

ტურის სიმბოლური ნაკრები

ნდი ასემბე (ნანსი) - კალვე (ნანსი), იზიმატ მირინი (ვალანსიენი), აბდენური (ტულუზი), ბერია (ლილი) - კემბო ეკოკო (რენი), კოადე (ვალანსიენი), სორლინი (ევიანი), ბოტეაკი (დიჟონი) - ს. კამარა (მონპელიე), საგბო (ევიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს

ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...