<p>დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც სინგაპური მასპინძლობს. გუშინ მედლების 20 კომპლექტი გათამაშდა...</p><p><br> დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც სინგაპური მასპინძლობს. გუშინ მედლების 20 კომპლექტი გათამაშდა. კვლავ იყოჩაღეს ჩინელებმა, რომლებმაც საერთო გუნდურ მონაგარს 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი შესძინეს. კალათბურთში ჩინელმა გოგონებმა ფინალური ორთაბრძოლა ავსტრალიელებს მოუგეს- 33:29, სერბმა ვაჟებმა კი ხორვატებს სძლიეს-22:9. სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჩინელმა ჟიაო ლიუმ ყველას აჯობა. მისმა თანამემამულე იუთინ გიუმ მაგიდის ჩოგბურთელი გოგონები დაჯაბნა, ვაჟებში იაპონელმა ნივა კოკიმ იმარჯვა. პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოქრო კორეელ კიმ იანგ მის ხვდა. მძლეოსნობაში 12 უმაღლესი ჯილდოდან ორ-ორი ფრანგებმა, კუბელებმა, კენიელებმა და ამერიკელებმა მოიპოვეს, ხოლო შვედები, ეთიოპელები, ესპანელები და ჩინელები თითოს დასჯერდნენ. ძიუდოისტ გოგონებში (78) ბელგიელმა ლოლა მანსურმა იყოჩაღა, ვაჟებში - იაპონელმა რიოსუკე იგარაშიმ (100). ასპარეზობის ბოლო დღეს - 25 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტები - ბექა ტუღუში და სოფიო ბერიძე გუნდურში მოსინჯავენ ძალებს.</p><p>საერთო გუნდური ჩათვლა: 1. ჩინეთი - 49 (28, 16, 5), 2. რუსეთი - 39 (16, 13, 10), 3. სამხრეთ კორეა - 15 (10, 2, 3) მედალი.</p>
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა