ლონდონში სტარტი აიღო 2011 წლის სეზონის შემაჯამებელმა ტურნირმა, რომელიც როჯერ ფედერერმა და ჟო-ვილფრიდ ცონგამ გახსნეს
ლონდონში სტარტი აიღო 2011 წლის სეზონის შემაჯამებელმა ტურნირმა. წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფად არის დაყოფილი და პირველი ტურის მატჩები ჩაატარეს B ჯგუფის წევრებმა.

ტურნირი როჯერ ფედერერმა და ჟო-ვილფრიდ ცონგამ გახსნეს. შვეიცარიელმა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და პირველ სეტში იოლ გამარჯვებას მიაღწია. ფედერერმა პარტიაში ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ორივე გამოიყენა, თავად კი ფრანგს მიღებაზე შანსი არ დაუტოვა. 21 წუთში როჯერმა 6:2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ამ სეტში მეტოქეებს არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებიათ.

მეორე სეტში თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა. ამჯერად ცონგამ შეძლო ორი ბრეიკის გაკეთება - პირველად მან მესამე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ უპირატესობა მეშვიდე გეიმში განავრცო, რითაც ეს სეტი იგივე ანგარიშით მოიგო, როგორითაც ფედერერმა პირველი პარტია.

დაინიშნა გადამწყვეტი მესამე სეტი, სადაც ჩოგბურთელები 5:4-მდე დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ მეათე გეიმში ფედერერმა მესამედ მატჩში ბრეიკის გაკეთება შეძლო და გაიმარჯვა - 6:4.

შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა და როჯერმა გაზარდა ცონგასთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 7:3.

"ვფიქრობ, პირველი სეტი ძალიან კარგად ჩავატარე. მეორე პარტიაც არ იყო ცუდი. მან უკეთ თამაში დაიწყო და ძლიერადაც აწვდიდა. როგორც კი მეორე პარტიაში უპირატესობა მიიღო, ჟომ თავისუფლება იგრძნო და ძალიან სახიფათო გახდა. რაც შემეხება მე, უბრალოდ ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, საკუთარ შანსს დავლოდებოდი და მაშინ შემეტია, როცა მას მოწოდება არ წაუვიდოდა. მის წინააღმდეგ უკანა ხაზზე თამაშისას რთულია რითმის პოვნა, რადგან ეხერხება მოულოდნელად თამაშის გართულება", - განაცხადა მატჩის შემდეგ როჯერმა.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით წარიმართა ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ რაფაელ ნადალი და მერდი ფიში, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მესამე სეტში ჩოგბურთელებს ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ.

პირველ პარტიაში ესპანელი დომინირებდა მოედანზე. ნადალმა სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაანება მეტოქეს. 36 წუთში რაფამ 6:2 გაიმარჯვა და სეტებს შორის ანგარიში წაიყვანა.

მეორე სეტი ამერიკელისთვის კარგად დაიწყო - მან ნაადრევი ბრეიკი გააკეთა და ამის შემდეგ ნადალს ბრეიკის შანსი არ მისცა. 5:2-ზე ფიშმა რაფას მოწოდებაზე ოთხი სეტბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა საკუთარ გეიმში სეტზე ჩაწოდება მოახერხა და პარტია 6:3 მოიგო.

გადამწყვეტი სეტი ნადალის ბრეიკით დაიწყო და ესპანელი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ფიშმა მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ მეტოქეებმა კიდევ თითოჯერ გაცვალეს ბრეიკები. მეათე გეიმში ნადალს თამაშის დასრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ფიშის მოწოდებაზე ორი მატჩბოლი გაანიავა. საბოლოოდ, ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ნადალმა თავიდანვე მინი-ბრეიკი აიღო და შემდეგ აღარ გაჭირვებია მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა. საჩოგბურთო ლატარია მან 7:3 მოიგო.

თამაში თითქმის სამ საათს გაგრძელდა და ამ მოგების წყალობით რაფამ ფიშთან პირად შეხვედრებში გაზარდა უპირატესობა. ახლა მათ შორის ანგარიში 8:1-ია ესპანელის სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...