"რეალის" მთავარი მწვრთნელის თქმით, "ვალენსია" ძლიერი მეტოქეა და მათი დამარცხება ორმაგად სასიამოვნოა
როცა კრიშტიანო რონალდომ წამით დაასწრო წინ გამოსულ ბრაზილიელ კიპერ დიეგო ალვეშს და "ვალენსიას" კარში "რეალის" მესამე გოლი გაიტანა, უკვე ვეღარ მოითმინა ჟოზე მოურინიომ და ემოციებს გზა მისცა...

პორტუგალიელი სპეციალისტი გაექანა და "რეალის" სათადარიგო ფეხბურთელ ხოსე კალეხონს ზურგზე მოექცა. საერთოდაც, ჟოზემ და მისმა რაზმმა შაბათს "მესტალიაზე" ერთობ გიჟურად გამოხატეს გამარჯვებით გამოწვეული ემოციები, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელადაც.

ბუნებრივია, "განსაკუთრებული" არ მიიჩნევს, რომ მეტისმეტი ემოციებით ვინმე შეურაცხყო: "ვალენსიასთან" გამარჯვება განსაკუთრებულად იმიტომ ვიზეიმეთ, რომ "ლოს ჩე" ურთულესი მეტოქეა. ჩვეულებრივ, რიგით მატჩში, ბუნებრივია, ასე არ ვიქცევით. ჩვენ გოლები დიდი სიხარულით, მაგრამ ამავე დროს მეტოქის პატივისცემით აღვნიშნეთ. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ან სათადარიგოთა სკამზე მჯდარა, ისინი ამას კარგად გაიგებენ. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება ზეიმი ვინმეს დამცირებად ჩაითვალოს? ეს ხომ ნონსენსია", - განაცხადა ჟოზემ გუშინ ზაგრების "დინამოსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ტურის ცენტრალური მატჩი საიუბილეო იყო ჟოზე მოურინიოსთვის - ლა ლიგის შეხვედრებში ის 50-ედ წვრთნიდა "სამეფო კლუბს". ამ თამაშის 3:2 მოგებით, მოუმ თავისივე რეკორდი დაამხო - პორტუგალიელმა ზედიზედ 11 გამარჯვება კარიერაში პირველად მოიპოვა. ადრინდელი რეკორდი 2002/03 წლების სეზონს ეკუთვნოდა, როცა მაშინ "პორტუს" თავკაცმა მოურინიომ ზედიზედ 10 შეხვედრა მოიგო. შეგახსენებთ იმ 11 მატჩს, რომელიც "რეალმა" ბოლოს მოიგო - ლა ლიგაში: "ოსასუნა" (7:1), "რაიო ვალეკანო" (6:2), "ესპანიოლი" (4:0), "ბეტისი" (4:1), "მალაგა" (4:0), "ვილიარეალი" (3:0), "რეალ სოსიედადი" (1:0) და "ვალენსია" (3:2). ჩემპიონთა ლიგაში: "აიაქსი" (3:0) და "ლიონი" (4:0 და 2:0).

ჟოზე მოურინიომ კარგი ამბავი შეიტყო კლუბის მედიკოსებისგან - ლა ლიგის ახალი სეზონის მთავარი მეპასე (10 საგოლე პასი) ანხელ დი მარია მადრიდული დერბისთვის მწყობრში იქნება. ეს საკმაოდ მოულოდნელი სიახლეა, რადგან დი მარიას თავიდან 1-თვიანი მკურნალობა გამოუწერეს და მომავალი უიქენდისთვის ერთი თვე გასული არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემური
მათხოვარი!!!!!!
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა