მე-9 დღესაც სამივე ჩვენებურმა წააგო, რის შედეგადაც ტოჩინოშინმა და კოკაიმ ნაადრევად "გაინაღდეს" რეიტინგში დაქვეითება
ქართველთათვის ყველაზე უიღბლო ბაშო გრძელდება - მე-9 დღესაც სამივე ჩვენებურმა წააგო, რის შედეგადაც ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და კოკაიმ (ლევან ცაგურია) ნაადრევად "გაინაღდეს" რეიტინგში დაქვეითება, მათ ხომ 8-8 წაგება მოასწრეს.

რაც შეეხება გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), მას ჯერ კიდევ შერჩა თეორიული შანსი (2-7) ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულოს, ამისთვის კი 6-ვე დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. არადა, დღესვე ჩემპიონ ჰარუმაფუჯის ხვდება.

კიუშუს ბაშოზე გამოიკვეთა ორი ლიდერი, ისინი ახლოსაც არ იკარებენ სხვებს - 9-9 მოგება დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს და ჩემპიონ კოტოშოგიკუს აქვთ, იმპერატორის თასის ბედსაც ერთმანეთში გადაწყვეტენ.

IX დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოვაკა (უვატედაშინაგე), ბარუტო-კაკურიუ (ცურიდაში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (კომატასუკუი), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კიტატაიკი (იორიტაოში), ტოიონოშიმა-გოეიდო (ოშიტაოში), ოკინოუმი-ჰომაშო (იორიტაოში), კიოკუტენჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), არანი-გაგამარუ (ოკურიდაში), იოშიკაძე-ტაკაიასუ (ოკურიდაში), ამინიშიკი-ვაკაკოიუ (ოშიტაოში), მიაბიამა-კოკაი (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-ფუჯიაზუმა (კეტაგური), ტოიოჰიბიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), აოიამა-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), დაიდო-სადანოფუჯი (კატასუკაში), ცურუგიდაკე-საგაცუკასა (ცუკიდაში), ტაკარაფუჯი-ტამავაში (ცუკიოტოში), კიმურაიამა-ასასეკირიუ (ოშიდაში), შოჰოზანი-კაისეი (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი).

7-2: კისენოსატო (სეკივაკე), ტაკეკაძე (მაეგაშირა 7), ვაკაკოიუ (მ 9), აოიამა (მ 16)... 2-7: გაგამარუ (მ 3)... 1-8: ტოჩინოშინი (მ 2), კოკაი (მ 10).

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაკურიუ, გაგამარუ-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-ტოჩინოვაკა, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, ჰომაშო-კიოკუტენჰო, ტოიონოშიმა-არანი, ოკინოუმი-გოეიდო, ვაკაკოიუ-ტოჩიოძანი, კოკაი-იოშიკაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ