იმედია, "ოლექსანდრიას" ქართველ ლეგიონერზე ვაჭრობასა და მის მომავალზე მოარულ ხმებს წერტილი მალე დაესმევა
უდავოა, დავით თარგამაძე 2011 წლის ქართული და უკრაინული საფეხბურთო სეზონების აღმოჩენაა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ორი წლის წინ ბევრმა ჩამოწერა, უკრაინულ "ოლექსანდრიაში" შთამბეჭდავად ათამაშდა და ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო ფეხბურთელი გახდა.

"თარგამაძეს სერიოზული წინადადებები აქვს ინგლისის, პორტუგალიისა და სერია "A"-ს კლუბებიდან. აგრეთვე, მოსკოვის ერთ-ერთი ტოპკლუბიდან" - ამბობს ქართველის მენეჯერი ანდრეი ბილეიჩუკი, რომელიც წლების წინ კახა კალაძის პრესატაშე და მენეჯერი იყო.

რომელ კლუბებზეა ლაპარაკი? ინგლისელთა წინადადებაზე საუბრისას თარგამაძემ მხოლოდ ინგლისის ჩემპიონშიფის "ბირმინგემი" ახსენა. ჩემპიონთა თასის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის, ევროპის ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელ პორტუგალიურ "პორტუს" შეთავაზებაზე კი ყველამ უწყის.

პორტუგალიელთა ინტერესი ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა, სერია "A"-ს კახა კალაძის "ჯენოას" მიწვევაზე კი კონკრეტულად ვერაფერს ამბობს. თარგამაძემ ასევე გვითხრა, რომ მის მენეჯერს მოლაპარაკება მოსკოვის "დინამოსთანაც" აქვს. თუმცა, სრულიად სხვა წყაროდან ვიცით რომ, როდესაც თარგამაძემ ლვოვის "კარპატისთან" ფაქტობრივად შეთანხმებულ კონტრაქტზე თქვა უარი, სწორედ მაშინ ახსენა, რომ მოსკოვის ცსკა იწვევს და ლვოვში თამაში აღარ უღირდა.

ლოგიკურადაც ასეა - დღეს რუსეთში სამი ტოპკლუბია, პეტერბურგის "ზენიტი", მოსკოვის ცსკა და მოსკოვის "სპარტაკი". მოსკოვის "დინამო" ასეთად არ მიიჩნევა.

ანდრეი ბილეიჩუკი მიანიშნებს, რომ ცოტა ხნის წინ ქართველ ლეგიონერს ლვოვის "კარპატისთან" და თბილისის "დინამოსთან" ერთად, ოღონდ პირატული გზით, კონტრაქტის გაფორმებას კიევის "არსენალიც" სთავაზობდა.

"შემიძლია, უკრაინის პროფლიგის სადისციპლინო და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტებს შესაბამისი დოკუმენტაცია დღესვე გადავუგზავნო" - ამბობ ბილეიჩუკი.

"ოლექსანდრიას" პრეზიდენტი ნიკოლაი ლავრენკო ამტკიცებს, თარგამაძეს კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს უმთავრდება და მის გაყიდვას არ ვაპირებთო. ჩვენი აზრით, ეს მხოლოდ სარფიანი ვაჭრობის სურვილით უფრო აიხსნება, ვიდრე მოთამაშის შენარჩუნების მოტივით.

"ოლექსანდრია" იმ დონის კლუბი არ არის, მისმა პრეზიდენტმა უარი უთხრას ინგლისის, პორტუგალიის, იტალიის, რუსეთისა და უკრაინის ძლიერ და მდიდარ კლუბებს.

მით უფრო, რომ დაინტერესებულთა შორის ახლა კიევის "დინამოც" ამოტივტივდა: "ოლექსანდრია" უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში კიევის "დინამოს" ესტუმრა და 0:4 წააგო. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქართველ ფეხბურთელს უკრაინული გრანდიც აკვირდება.

მატჩის შემდეგ კიეველთა თავკაც იური სიომინს თარგამაძეზე ჰკითხეს:

- მართალია, თითქოს "ოლექსანდრიას" მოთამაშე დავით თარგამაძით დაინტერესდით?

- თარგამაძე კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, მის მოქმედებებს მოედანზე ყველა განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს. რა იქნება მომავალში, ამაზე პასუხი ჯერ გამიჭირდება.

- როგორ შეაფასებდით დღეს მის თამაშს?

- მან კარგად ითამაშა.

კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში თქვა, რომ თარგამაძის სხვა ძლიერ კლუბში მოხვედრას თავისი სელექციონერების მინუსად ჩათვლის.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან:

- თქვენ დღეს აკვირდებოდით თარგამაძეს, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ?

- ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, ზამთრის სატრანსფერო პაუზისას გავერკვევით. იური სიომინი არჩევს სასურველ მოთამაშეებს, ჩემი ამოცანა კი მათი ყიდვაა. უკრაინაში ბევრი კვალიფიციური მოთამაშეა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიევის "დინამოში" ყველა ვერ ითამაშებს.

- რა რეაქცია გექნებათ, თარგამაძე "პორტუში" თუ გადავა?

- გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არ მოხდება. თუ გნებავთ, შეგვიძლია, დავნაძლავდეთ კიდეც. და თუ წავა და ითამაშებს, მაშინ მე მექნება კითხვები ჩვენს სელექციონერებთან, რომლებმაც ფეხბურთელს თვალი სათანადო ყურადღებით ვერ მიადევნეს.

კიევის "დინამოს" გულშემატკივართა ვებგვერდმა "დინამომანიამ" მატჩის შემდეგ თარგამაძეს ინტერვიუ სთხოვა, რომელიც საინტერესოდ წარადგინა: "ინტერვიუ "ოლექსანდრიას" ლიდერთან და "დინამოსთან" მატჩის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოთამაშესთან".

საინტერესო იყო ქართველის პასუხი კითხვაზე: პორტუგალიაშიც გიწვევენ და სხვა ქვეყნებშიც. ამის გამო წნეხს ხომ არ განიცდი?

"სულაც არა. პორტუგალიურ ვარიანტზე მსმენია, მაგრამ ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცი. თანაც, "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტი 2013 წლამდე მაკავშირებს და ამ ზამთრამდე მაინც არსად წავალ" - თქვა თარგამაძემ და, ფაქტობრივად, არაფერი თქვა.

აქ შეუსაბამობებიცაა: "ოლექსანდრიას" პრეზიდენტი ლავრენკო თარგამაძის კონტრაქტის დასრულების ვადად 2012 წლის ბოლოს ასახელებს, თავად ფეხბურთელი - 2013 წელს. ლავრენკო ამბობს, რომ ფეხბურთელს არსად უშვებს, ქართველმა კი, ზამთრამდე არსად მივდივარო.

აგერ თქვენ და აგერ ჩვენ: ამ ვაჭრობასაც მალე დაესმევა წერტილი და თარგამაძე ისე კარგად წავა ამ კლუბიდან, თქვენი და ჩვენი მოწონებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

archili80
რატომ არის შეუსაბამობა? თუ ერთმა თქვა 2012 წლის ბოლომდეა კონტრაქტი ხოლო მეორემ კი თქვა, რომ 2013 წლამდეაო შეუსაბამობა სადაა? 2013 წლამდე სწორედ 2012 წლის ბოლომდეს გულისხმობს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...