"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მათ შორის, დინსი ვისაც ევროპაში იახლებს სამი ახალბედაა
ავსტრალიის ნაკრები 26 ნოემბერს ლონდონში, "თვიქნემზე" "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება. ერთი კვირის თავზე კი, 3 დეკემბერს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს ეთამაშება.

"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მათ შორის, ვისაც დინსი ევროპაში იახლებს სამი ახალბედაა. განსკუთრებით უნდა გამოავარჩიოთ "რედსის" ახალგაზრდა შუამარბი ბენ ტაპუაი. დებიუტანტები არიან ასევე ბენ ლუკასი და დეივ დენისი.

იმათგან, ვინც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ითამაშა ვოლაბებს ვერ დაეხმარებიან: ქართლი ბეილი, დრიუ მიტჩელი, პეტ მაკკები, ქუადე კუპერი, ვიკლიფი პალუ, როკი ელსომი, სეკოპე კეპუ, დენ ვიკერმანი და ლუკ ბარჯესი.

"ეს ევროპული ტურნე შესანიშნავი შესაძლებლობაა სამი ახალწვეულისთვის თავისი პოტენციალი წარმოაჩინოს და კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგან. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტურნე შედარებით მოკლევადიანია, მოთამაშეებისადმი წაყენებული მოთხოვნები მაინ დიდი იქნება" - თქვა "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა, რომელმაც მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ ავსტრალიის რაგბის კავშირთან ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა.

ავსტრალიის ნაკრები: ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, პეკაჰუ ქოუანი, დეივ დენისი, ენტონი ფაინგაა, ვილი გენია, სკოტ ჰიგინბოთამი, მეთ ჰოჯსონი, რობ ჰორნი, ჯეიმზ ჰორვილი, დიგბი იოანი, ბენ ლუკასი, სალესი მააფუ, ბენ მაკკალმენი, სტივენ მური, ჯეიმზ ოკონორი, ნიკ ფიფსი, დევიდ პოკოქი, ტატაფუ პოლოტა ნაუ, რადეკი სამო, ნათან შარფი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, ბენ ტაპუაი, ლაკი ტერნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა