2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩვენს მეტოქეებს, სავარაუდოდ, ბელორუსი სპეციალისტი უთავკაცებს
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის ბელორუსის ეროვნული გუნდის გერმანელი მთავარი მწვრთნელი ბერნდ შტანგე გუშინ თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.

ბელორუსის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ნაკრების თავკაცად ადგილობრივი სპეციალისტი დანიშნოს, რომლის ვინაობა, სავარაუდოდ, დეკემბერში გახდება ცნობილი.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბერნდ შტანგემ მის მომავალ შემცვლელზე ისაუბრა.

"ბელორუსში ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელია, მაგრამ ნაკრების კანდიდატურის შერჩევა უკვე ფედერაციის საქმეა. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, ვის გულშიც ცეცხლია და ქარიზმატული თვისებებით გამოირჩევა. ჩემს შემცვლელს უნდა სჯეროდეს, რომ შეუძლებელს შეძლებს, რადგან ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ესპანეთი და საფრანგეთი არიან და მათი გადასწრება შეუძლებელია".

ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად მედიაში ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების დამრიგებელი გეორგი კონდრატიევი სახელდება, რომლის შეგირდებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დააკავეს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფში ბელორუსთან ერთად ჩვენი მეტოქეები ფინეთი, ესპანეთი და საფრანგეთი არიან.

პირველ შეხვედრას ბელორუსის ნაკრები 2012 წელს 7 სექტემბერს სტუმრად საქართველოში გამართავს.

მომზადებულია belta.by-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა