"ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამივიჩს მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის გაშვება რომ მოუნდეს, 20 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს
"ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამივიჩს მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის გაშვება რომ მოუნდეს, 20 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

პორტუგალიელ სპეციალისტს დასავლეთლონდონელებთან, კონტრაქტის თანახმად, ჯერ კიდევ აკავშირებს ორი წელიწადი და ექვსი თვე.

არადა, იმ დღიდან, როდესაც რუსმა მილიარდერმა ვილაშ-ბოაშს კვირაში 150 ათასი ფუნტი დაუნიშნა, ხოლო მის ყოფილ კლუბ "პორტუს", მის გამოსაშვებად 13,3 მილიონი ფუნტი ანუ 15,5 მილიონი ევრო გადაუხადა, სულ რაღაც ხუთი თვეა გასული.

"ლივერპულთან" 2:1 წაგების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში 34 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ მის სამსახურს საფრთხე სწორედ ფინანსური საკითხის გამო არ ემუქრება - მეპატრონემ ჩემს სანაცვლოდ ამდენი ფული იმიტომ არ გადაიხადა, რომ ახლა გამიშვას და კიდევ კომპენსაცია მიხადოსო. მისი კომპენსაცია, როგორც გითხარით, 20 მილიონ ფუნტს უდრის და თუ ზემოთ ნახსენებ 13,3 მილიონსაც მივამატებთ, გამოვა, რომ "ჩელსის" ერთი წარუმატებელი მწვრთნელი ძალიან ძვირი დაჯდომია. არადა, "ლურჯების" თავკაცის საქმე კარგად ნამდვილად არ მიდის. მერსისაიდელებთან დამარცხება გუნდისთვის 12 ტურში მეოთხე იყო. ახლა "ჩელსი" ცხრილში ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით ჩამორჩება.

და მაინც, ვინაიდან აბრამოვიჩმა 2004 წლიდან მოყოლებული გაგდებული მწვრთნელებისთვის მიცემულ კომპენსაციებში 69 მილიონი ფუნტი "დაკარგა", ვილაშ-ბოაშს ჰგონია, რომ მეპატრონე ასეთ ხარჯს აღარ გასწევს. რუსმა ოლიგარქმა "ჩელსი" 2003 წელს იყიდა და მას მერე ხუთი მწვრთნელი გაუშვა. ერთადერთი, ვინც კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები ამოწურა, დროებითი თავკაცი გუს ჰიდინკი იყო.

კლაუდიო რანიერისა და ავრამ გრანტს წესით სამ-სამი წელიწადი კიდევ "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა ემუშავათ. ჟოზე მოურინიოს წელიწადნახევარი რჩებოდა და რომ გააგდეს, 18 მილიონი ფუნტის გატანებაც მოუხდათ. აბრამოვიჩთან ყველაზე ცოტა ხანი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ გაძლო. ის თანამდებობიდან სულ რაღაც შვიდ თვეში გაათავისუფლეს, არადა კონტრაქტში ორი წელიწადი ეწერა. ბრაზილიელს წელიწადში 5 მილიონი ერგო. რაც შეეხება კარლო ანჩელტის, ის დღემდე იღებს კვირაში 130 ათასს.

ზემოთ გუს ჰიდინკი ვახსენეთ. ჰოლანდიელი სპეციალისტი ერთადერთია, ვისაც აბრამოვიჩი დღემდე მისტირის, თუმცა ის არა და არ ბრუნდება. მას მერე, რაც ვილაშ-ბოაშს ცუდი პერიოდი დაუდგა, პრესის ფურცლებზე კვლავ ამოტივტივდა ჰიდინკის გვარი. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ბოლოს თურქეთის ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა, მაგრამ "ევრო 2012"-ზე გასვლა ვერ შეძლო და გასულ კვირაში თანამდებობიდან მოხსნეს. ერთი სიტყვით, ვილაშ-ბოაშის ლონდონური წვალება და ჰიდინკის თურქეთიდან წასვლა ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ 65 წლის მწვრთნელმა თქვა, რომ საქმეში ასე მალე დაბრუნებას არ აპირებს:

"აბრამოვიჩთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. როდესაც ლონდონში ჩავდივარ, "ჩელსის" საწვრთნელ ბაზასა და სტადიონზე ყოველთვის თბილად მიღებენ. რომ გითხრათ ყოველ კვირა ველაპარაკები მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ აქა-იქ ერთმანეთს ვურეკავთ და ვხედავ, რომ ჩემთან საუბარი სიამოვნებს. რაც შეეხება ახალი სამსახურის დაწყებას, ვფიქრობ, ჯერ დასვენება მჭირდება, მერე კი გადავწყვეტ, რა გზას დავადგები. კაცმა რომ თქვას 65 წლის კაცი შესაძლოა მუშაობას სულაც უნდა ანებებდეს თავს, მაგრამ ენერგიის ნაკლებობას თითქოს არ განვიცდი და ვფიქრობ, შინ დაჯდომა ჯერ ადრეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად