ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გულნატკენი კაცის დაბრუნება

გულნატკენი კაცის დაბრუნება

გულის ოპერაციის შემდეგ საქმეში დაბრუნებული ჰარი რედნაპი გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი დარჩა
გულის ოპერაციის შემდეგ საქმეში დაბრუნებულმა ჰარი რედნაპმა ნახა, რომ მისი გუნდი ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა და კმაყოფილმა განაცხადა, ყველაფერი კარგად მიდისო.

"ასტონ ვილასთან" შეხვედრაში "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" სამი ქულა 27 წლის ტოგოელი ემანუელ ადებაიორის დუბლის წყალობით მოიოვა. გახარებულმა რედნაპმა თქვა:

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამაზე კარგად როგორ უნდა ვიყო, ვერც წარმომიდგენია. ისედაც, ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოჩაღად გახლდით. ძალიან მინდოდა საქმეს რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი და მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩინებულად ვგრძნობდი თავს. ძალიან მესიამოვნა ჩემი ბიჭების ასეთი კარგი თამაშის ცქერა. ამაზე კარგ წამალს ვერც ერთი ექიმი ვერ დამინიშნავდა".

"ვილასთან" გამარჯვების შედეგად "ტოტენჰემ ჰოთსპური" პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა, ქულების რაოდენობით "ნიუკასლს" გაუტოლდა და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" ოთხი ქულით ჩამორჩება. თან, "სფურზს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ისე არ გამიგოთ, თითქოს გპირდებოდეთ,, რომ ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ შეჯიბრება ისე მიდის, რომ ტიტული შეიძლება ჩვენც მოვიპოვოთ და სხვამაც, მაგალითად "ლივერპულმა" ან ნებისმიერმა დაწინაურებულმა გუნდმა. მთავარია, საკუთერი ძალებისა გწამდეს და თამაშები მოიგო. მეორე მხრივ, ასეთი კონკურენციის პირობებში ოთხეულში შესვლაც კი ძნელი იქნება".

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "დეზების" ორივე გოლი ადებაიორმა გაიტანა, ორივე პირველ ტაიმში. ჯერ იყო და მას ბირმინგემელების დაბნეულმა დაცვამ საჯარიმოში მაკრატელასმაგვარი დარტყმის საშუალება მისცა, შემდეგ კი თანაგუნდელის უზუსტობით შემცბარმა ვეტერანმა მეკარე შეი გივენმა ვერ დაიჭირა ბურთი და კარის ხაზთან დარჩენილ ტოგოელს ბურთის ხაზს მიღმა შეგდების მეტი აღარაფერი დარჩენოდა.

თუმცა, "სფურზის" გამარჯვების მთავარი შემოქმედი ადებაიორი არ ყოფილა. მთავარი მოქმედი პირი 26 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყო, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი დენიელ ლივი, ალბათ, იანვრის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. რედნაპმა თქვა:

"ლუკა ძალიან მიყვარს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ის კარგი ფეხბურთელია, ის, უბრალოდ კარგი ბიჭია. ხომ გასოვთ, რა გადახდა ზაფხულზე? მისი ყიდვა "ჩელსის" უნდოდა და აურია კიდეც ცხოვრება, მაგრამ ლუკას ამის გამო ურთიერთობებში არაფერი შეშლია. მისი უხასიათობა არავის უგრძვნია. ჩვენ ახლაც ვალდებული ვართ ის "ტოტენჰემში" დავტოვოთ. ამქვეყნად ლუკა მოდრიჩისნაირი ფეხბურთელი და კაცი ბევრი როდია. და თუ ჩვენ გვინდა დიდ კლუბად ჩამოვყალიბდეთ - ხოლო, მართლა ეს რომ გვაქვს მიზნად დასახული, ზაფხულზე ჩვენმა თავმჯდომარემ ყველას დაუმტკიცა - მის კონტრაქტს რამე უნდა მოვუხერხოთ".

"ასტონ ვილას" თავკაცმა, ალექს მაკლიშმა კი თქვა: "თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, "ტოტენჰემს" შევუტიეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცუდად მოგვიტრიალდა. გოლებიც დასანანი შეცდომების გამო გავუშვით. განსაკუთრებით, მეორე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...