"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა დენი უელბეკმა განაცხადა, რომ მზად არის კლუბთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის თავდამსხმელმა, დენი უელბეკმა განაცხადა, რომ მზად არის კლუბთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

გაირკვა, რომ მოლაპარაკებები უელბეკსა და ინგლისის ჩემპიონთა წარმომადგენლებს შორის დეკემბერში დაიწყება. სავარაუდოდ, ფეხბურთელს კვირაში 45 ათას ფუნტს დაუნიშნავენ.

ინგლისური პრესის აზრით უელბეკი ხელფასის მომატებას იმსახურებს. მას მერე, რაც გასული სეზონი "სანდერლენდში" გაატარა და "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნდა, თავდამსხმელი ერთიორად ძლიერად თამაშობს. ჯერჯერობით, მისი ხელფასი კვირაში 15 ათასი ფუნტია, ხოლო მოქმედი კონტრაქტის მოქმედების ვადა კიდევ წელიწადნახევარია.

ტაბლოიდები წერენ, რომ უელბეკსა და "იუნაიტედს" შორის ხელფასის გასამმაგებაზე ლაპარაკი ზაფხულშივე დაიწყო, მაგრამ მაშინ კონკრეტული ვერავინ ვერაფერი თქვა. მიზეზი: იმ პერიოდში კლუბმა ახალი ფეხბურთელები იყიდა და მათი სატრანსფერო თანხებისა თუ ხელფასების საქმე იყო მოსაგვარებელი.

გარდა ამისა, ფორმდებოდა ახალი კონტრაქტები კრის სმოლინგთან, ტომ კლევერლისთან და ხავიერ ერნანდესთან. თუმცა, ახლა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უელბეკის ახალ ხელშეკრულებას ვეღარაფერი დააბრკოლებს. საგულისხმოა, რომ უელბეკის ახალ კონტრაქტში ჩაიწერება რამდენიმე პუნქტი, რომელთა წყალობით თავდამსხმელმა წარმატებული თამაშის შემთხვევაში, შესაძლოა, პერიოდულად, კვირაში 65 ათასსაც კი გამოკრას ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად