ერედივიზიეს მე-12 ტურში "ფეიენოორდმა" არნემის "ვიტესს" გასვლაზე საშინელი დღე აყარა - 4:0 მოუგო
ერედივიზიეს მე-12 ტურში "ფეიენოორდმა" არნემის "ვიტესს" გასვლაზე საშინელი დღე აყარა - 4:0 მოუგო. კაპიტანმა რონ ვლაარმა დიდებულად ითამაშა.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მისი დიდი დამსახურებაა, რომ მასპინძლებმა ერვინ მიულდერის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს. თამაშის მეორე დღეს ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი ჟურნალისტებს შეხვდა და გუნდში არსებული ვითარების შესახებ დიდხანს ელაპარაკა: "ვიტესთან" მოსაგებად სრულად კონცენტრირებულები ვიყავით. უპირატესობა თამაშის დაწყებისთანავე ჩავიგდეთ ხელთ და დამსახურებულად მოვიგეთ.

ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან საშუალება მოგვეცა, მეტისმეტად არ ჩამოვრჩენოდით საჩემპიონო რბოლას. კარგია ლამაზ სტილში მოპოვებული სამი ქულა, მაგრამ აუცილებელია, რომ ის ახლავე დავივიწყოთ, რადგან მიმდინარე სეზონში არაერთხელ ყოფილა, როცა ერთი მოგებული მატჩის შემდეგ მეორეში ფრედ გვითამაშია ან სულაც წაგვიგია. ახლა ჩვენ წინ "ვაალვაიკთან" მატჩი გვაქვს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ყველაფრის ნულიდან დაწყება, რათა ძველი შეცდომები აღარ გავიმეოროთ".

"ვიტესთან" შეხვედრის 56-ე წუთზე 26 წლის კოტდივუარელმა თავდამსხმელმა სეკუ სისემ ისტორიული გოლი გაიტანა - "ფეიენოორდისთვის" 4000-ე ჰოლანდიის ჩემპიონატში. თავად აფრიკელისთვის ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო მიმდინარე სეზონში. იქამდე მას ზურგის ტკივილები აწუხებდა.

"მოხარული ვარ, რომ შევძელი და 90 წუთი ვითამაშე. მეჩვენება, რომ ეს იყო საუკეთესო შეხვედრა, რომელიც აქ ჩამიტარებია. თანაც წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ტკივილები აღარ მაწუხებს. ტრავმების გადამკიდემ ურთულესი პერიოდი გამოვიარე. ახლა შემიძლია, რომ ბოლომდე კონცენტრირებული ვიყო თამაშზე, რადგან ბურთის ყოველი შეხება ბედნიერების განცდას მგვრის. ძველებური ფორმის აღსადგენად რამდენიმე თამაშის ჩატარება დამჭირდება. თამაშის შემდეგ სასიამოვნო რამ მითხრეს, "ფეიენოორდის" შემადგენლობაში საიუბილეო გოლი გამიტანია. ძალიან გამეხარდა, რომ ასე მოხდა".

რუსული პრესის ინფორმაციით, "ფეიენოორდის" საყრდენი ნახევარმცველის, 26 წლის მაროკოელი კარიმ ელ აჰმადის შეძენით "ზენიტი" დაინტერესდა და "დე კუიპის" მკვიდრთ ტრანსფერის ღირებულების დასახელება სთხოვა. ამ ეტაპზე "ფეიეს" ოფიციალური პასუხი უცნობია, მაგრამ ჟურნალისტების ვარაუდით, როტერდამელები მასში მინიმუმ 3,5-4 მილიონ ევროს მოითხოვენ. კლუბი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც იძულებულია, წამყვან მოთამაშეებს გამოეთხოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს